ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ტოპ-10 მატჩში ლატვია-საქართველოს დაპირისპირება შეიყვანეს

AutoSharing Option
მომავალ ზაფხულს, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს. მატჩები ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, სადაც საქართველოს ჯგუფში ლატვია და ფილიპინები ეყოლება.

ნახევარფინალში ორი გუნდი გადის. შემდეგ იქნება ფინალი, რომლის გამარჯვებულიც ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია სახელწოდებით – „10 აუცილებლად სანახავი მატჩი ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე“.

ერთ-ერთია ლატვია-საქართველო. სტატიაში ვკითხულობთ:

„ლატვია-საქართველო ჯგუფის პირველი მატჩი იქნება. ორივე ევროპულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი წლეულს ჰქონდა. საქართველო ოლიმპიადის შესარჩევს პირველად ითამაშებს, ლატვიას კი ოლიმპიური გამოცდილება
დიდი ხანია, არ ჰქონია – ერთადერთხელ, 1936 წელს ითამაშა ოლიმპიადაზე.

ბალტიისპირელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავეს და საქართველოსთანაც ფავორიტები იქნებიან. თუმცა შინაურ კედლებში თამაშობენ და წნეხიც გარდაუვალია“.

სხვა აუცილებლად სანახავი მატჩები ფიბას ვერსიით:

ფინეთი-ბაჰამის კუნძულები

ფინეთი-პოლონეთი

ანგოლა-ლიბანი

ბრაზილია-მონტენეგრო

სლოვენია-ხორვატია

დომინიკის რესპუბლიკა-საბერძნეთი

ეგვიპტე-დომინიკის რესპუბლიკა

პუერტო რიკო-იტალია

კოტ’დ’ივუარი-მექსიკა

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული