გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი გიორგი ცინცაძისთვის ბოლო იქნება! ეროვნული გუნდის რეკორდსმენი მოთამაშე სანაკრებო კარიერას ასრულებს. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთთან, გიორგი ცინცაძისთვის 217-ე იქნება. ჩვენი გამთამაშებელი ყველა სახეობაში, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშებით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენია! გიორგი ცინცაძემ პირველი სანაკრებო მატჩი 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ, გამართა და მას შემდეგ იგი ეროვნული ნაკრების ყველა მიღწევისა და წარმატების მონაწილე იყო!

ეროვნული ნაკრებიდან გიორგის გაცილებაში მონაწილეობა კალათბურთელებთან ერთად იმ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, რომლებიც 26 თებერვალს სერბეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან!

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 8 /
გიორგის წარმატებას ვუსურვებ პირად ცხოვრებაში.
ისე , სანიკიძის არ იყოს,გადაეკეთებინა პასპორტში წლოვანება და ეხლაც იქნებოდა 28 წლის))))
სანდრო
27 იანვარი 2024 22:28
0
დიდი მადლობა ბუს ნაკრებში მუდამ თავდადებული თამაშისათვის.
ყოველთვის ნაკრების ინტერესებს კლუბისაზე წინ აყენებდა და ჩამოდიოდა ხოლმე ნაკრებში!
მახსოვს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბებმა ორჯერ კონტრაქტი გაწყვიტეს, თუმცა ამის მიუხედავად არჩევანი პირად კარიერაზე არასდროს გაუკეთებია და ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი არ უთქვამს!
დიდი მადლობა გიო თავდადებისათვის!
წარმატებები!
ქომაგი
26 იანვარი 2024 08:44
0
რა ეჩქარებოდა. ეთამაშა ერთი 10 წელი კიდევ.
აბა ეხლა წასვლა იქნებოდა?
25 იანვარი 2024 22:22
25
მისი დამცირებით,რა გემატება?გიო ცინცაძეს,ვერაფერს მოაკლებ,საკუთარ "ადამიანობას"კი,ქვეყანას უჩვენებ.ბოღმა და სიძულვილი,პირველ რიგში,თვითონ შენ გამოგხრავს,შიგნიდან.კარგი ბატონო და არ მოგწონს!კარგის თქმა თუ არ შეგიძლია,ცუდის თქმას,ვინ გაიძულებს?მაინც და მაინც,გული უნდა ატკინო?არ შეიძლება,ასე!
სოსო
26 იანვარი 2024 12:18
0
კალათბურთში თითქმის ყველა თაობაში თუ არა უმეტესში გვყავდა კარგი გამთამაშებელი მაგრამ გელა დარასაძის მერე არ ჩანს ეს არ იყო ცუდი თუმცა ბევრ უაზრო შეცდომებს უშვებდა მადლობას მაინც იმსახურებს შეცდომებთან ერთად ბევრი დასამახსოვრებელი მომენტებიც გვახსოვს ამის და სანიკიძის კომბინაცია ალეუპით დამთავრებული კარგი სანახავი იყო.
კახა
25 იანვარი 2024 21:50
2
ოღონდ პოლიტიკაში არა გთხოვ. დარჩი შენი საქმის პროფესიონალი
თემო
25 იანვარი 2024 19:04
2
იმოქროს თაობის უკანასკნელი მოჰიკანი,სტოვებს საქართველოს ნაკრებს.19 წელია,ნაკრებში თამაშობს და მისი ფარდი შემცვლელი,ჯერაც ვერ გამოვზარდეთ.მრავალი ტრავმის მიუხედავად,ბოლომდე ემსახურა ქართულ კალათბურთს და საკუთარი ჯანმრთელობა,არასოდეს დაუზოგია.მახსოვს,ნაღრძობი და გასიებული კოჭით,მეორე დღეს,მაინც რომ გამოვიდა და რაღაცა დონეზე,მაინც დაეხმარა,ნაკრებს.ისიც ძალიან მძიმედ მახსოვს,ახლაც და მაშინაც ჩასაფრებულმა "შპანამ",რამდენი შეურაცხყოფა მიაყენა,ცუდი თამაშის გამო.სამწუხაროდ გმირების ჩაქოლვა,ხვიჩა კვარაცხელიადან არ დაწყებულა.გიორგი ცინცაძე კი,მართლაც გმირი იყო.მის არყოფნაში,კიდსევ უფრო მძაფრად გამოჩნდება ჩვენი უკანა ხაზის პრობლემები და უფრო აშკარად დავინახავთ,რა ძალა დავკარგეთ.იმედად დავიტოვოთ,რომ ახალგაზრდებიდან,მალე დაწინაურდება ვინმე და ღირსეულად შეცვლის გიო ცინცაძეს.თვითონ გიორგის,სამომავლოდაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედია,მწვრთნელობას თუ მოინდომებს,იქაც ისეთივე ორიგინალური აზროვნებისა იქნება და დიდ შედეგებსაც მიაღწევს.
სოსო
25 იანვარი 2024 18:16
0
მადლობა ბუს და წარმატებები მას მომავალში! უამრავი ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი პასის შემოქმედი!
llcl
25 იანვარი 2024 18:06
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული