საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
საბანძეთი! შერმადინი უზანტესი, 3 სმ ნახტომით, დათვალეთ ვინმემ რამდენი მოხსნა გააკეთა საკუთარ ფარზე! სამაგიეროდ 15 მოუხსნეს!ასე გრძელდება უკვე 5 წელია, დაკარგვები გუნდს უამრავი, მათ შორის შენგელიას. მოკლედ რაა! რა საბანძეთიც იყო ბოლო წლებში იგივეა. ეს დებიუტანტები მომეწონა და ახალი ლეგიონერიც. მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვარ აქ არ გამოიყენებენ რასაც ვფიქრობ!
ბს
23 თებერვალი 2024 23:38
3
ოფიციალურად: საქართველოში კალათბურთი მოკვდა! გასული 10-15 წლის წარმატებები პირქუშმა აწმყომ შთანთქა და ეს გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა. მე პირადად ამას 2-3 წლის შემდეგ ველოდებოდი (როცა შენგელია წავიდოდა ნაკრებიდან), თუმცა კალათბურთის პიზდე-რა-ციამ "სასიამოვნო სიურპრიზი" მოუმზადა ქართველ ქომაგებს. დიახ, სწორედ სანიკიძისა და მისი საძმოს კისერზეა ეს უმძიმესი ჩავარდნა, რომელიც დიდი ალბათობით ევრობასკეტის გამოტოვებად დაგვიჯდება (ბოლო ათწლეულში პირველად, რაც ალბათ შემდეგ სისტემატურ ხასიათს მიიღებს). ახლა მოკლე ანალიზი, თუ რამ მიგვიყვანა ამ უბედურებამდე: ჯერ კიდევ დეკემბერში დავწერე, რას აკეთებენ ჩვენს საკალათბურთო ოჯახში მწვრთნელსა და ლეგიონერზე მაშინ როცა ყველა ევროპული ნაკრები უკვე დაკომპლექტებულია-თქო. შემდეგ იყო სხვადასხვა ვერსიები მწვრთნელსა თუ ლეგიონერზე (აქაოდა, ხან ტრინკიერიო ხან ჩარლი მურიო და ა.შ.). სწორედ მაშინ ვიეჭვე რომ ეს პედერა-ცია სრული დილეტანტია და საბოლოოდ უვარგისებს მოიყვანს-მეთქი. და აი შედეგიც: ვინმე ჯიკიჩი (რომელსაც არანაირი სერიოზული სპორტული მიღწევები არ ჰქონია და საკალათბურთო სამყაროში მხოლოდ ე.წ. "ღრიალით" გამოირჩევა) და ვინმე ჯო ტომასონი (რომელიც დიდი არაფერი მოთამაშეა - ასეთები კონა ათ შაურად ყრია ბებერ კონტინენტზე). რაც შეეხება საქართველოს ჩემპში მოთამაშე კალათბურთელებს, მაგათზე წერა ხომ საერთოდ დროის დაკარგვაა. და აი გუშინ, ურემი საბოლოოდ გადაბრუნდა - სამარცხვინო თამაში დანიაში, სადაც კარგად გამოაშკარავდა რომ ამჟამად გვყავს მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის მოთამაშე (შენგელია), 2-3 საშუალო დონის მოთამაშე რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეძლო ასე თუ ისე ქულების აღება, თუმცა ასეთი მონაგარი ლეგიონერეისთვის მაინც არასაკმარისია. ამას დაემატა შერმადინისა და ჯინჭარაძის სრული ჩავარდნა, სხვების თითქმის უქულო და უტვინო თამაში და მივიღეთ ის რაც მივიღეთ! კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, თუმცა ...
სიმართლე
24 თებერვალი 2024 12:38
2
ფედერაცია!!ხომ იცოდით, რომ თაობათა ცვლა გარდაუვალი იყო? რა გააკეთეთ საიმისოდ,რომ მტკივნეული არ ყოფილიყო ეს პროცესი??
ირაკლი
24 თებერვალი 2024 01:01
0
თუ მიდიხარ, წადი რაღა... 4 დაკარგვა, უაზროდ ბურთის გადატანა მეორე ნახევარზე, მერე ზურგით დგომა და გაჭედვა, კაი რა, წადი რა, ნამუსი არა გაქვს? 217 თამაშიდან გამახსენეთ ერთი მაინც, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ცინცაძემ მოიგო ან გადამწყვეტი როლი შეასრულა გუნდის მოგებაში, მე არ მახსენდება ასეთი.
ცინცაძეს
23 თებერვალი 2024 23:54
10
ამიზა ჩამოვიდა ამ სისქე კაცი?დდდდ
რრრ
23 თებერვალი 2024 23:48
4
დედა, რა იყო ეს ჰაა???
ირაკლი
23 თებერვალი 2024 23:36
1
სერბეთს მოუგებთ ხო...მოკვდა ქართული კალათბურთი, როგორც ფეხბურთი, ნუ იქნებით ილუზიებში..ლუქსემბურგიც ასევე ჩაგვახედებს გუბეში, კვარაც ჩვენთან იქნება ტრიბუნებზე!!!
ჯორჯო ბიძია
23 თებერვალი 2024 23:31
10
შეგაზიზღებენ ყველაფერს
თემო
23 თებერვალი 2024 23:30
2
რა მტკივნეულია,არადა როგორ ვამაყობდი ყოველთვის საკალათბურთო ნაკრებით!!
ანი
24 თებერვალი 2024 01:04
1
სანდრო მამუკელაშვილს არ ურჩევნია ამერიკაში სკამის ხეხვას,ევროლიგის კარგ გუნდში თამაში??ოცდაოთხი წლისაა და როდისღა უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე??ნაკრებს მაინც დაეხმარებოდა!!!
**
24 თებერვალი 2024 00:52
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული