საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
ამათ რას ვერჩი.ჩემ თავზე ვბრაზდები. რაში დავკარგე ჩემი სიცოცხლის 2 საათი.ყოჩაღ ბიჭებო.შემდეგ საათებს აღარ დავკარგავ თვენი უსუსურობის ყურებით
გელა
24 თებერვალი 2024 00:00
7
ვაი თქვენ პატრონს.ორღობის გუნდი
გელა
23 თებერვალი 2024 23:28
3
თავიდანვე ფავორიტები ვიყავით და 13 ქულით რომ ვიგებდით, საქართველოს წაგების კოეფიციენტი კი იქნებოდა 15.0. ეს ისე, ინფორმაცია კ რაზმიშლენიუ!!!
vah vah vah
23 თებერვალი 2024 23:41
6
წუხელ გინებით გავსკდი და ღამე ვერ დავიძინე, თუმცა აზრი არ აქვს ნერვიულობას. ამიტომ, შეხვედრის ჩემეულ ანალიზს შემოგთავაზებთ.
პირველ რიგში, ეს თამაში წააგო მწვრთნელმა! რატომ? უტვინოდ გადაუნაწილა დრო მოთამაშეებს, ანუ ა) შენგელია მეორე ტაიმში საერთოდ არ დაასვენა და ბოლოს ისიც "გადაიწვა"; ბ) მესამე მეოთხედში, მაშინ როცა დანიამ "აკრიფა", შენგელიასთან ერთად მოედანზე ერთდროულად დიდხანს ამყოფა საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონის მოთამაშეები (როგავა, კაკუშაძე, გაფრინდაშვილი); გ) ბურჯანაძე ჯამში მხოლოდ 4:24 წთ ათამაშა და 2-ე ტაიმში საერთოდ არ მისცა შანსი. 2. არაპროდუქტიულად გამოიყენა შერმადინის როლი; 3. უტვინოდ იღებდა წუთშესვენებებს, გაუგებარ მითითებებს აძლევდა მოთამაშეებს; 4. საერთოდ არ ეტყობოდა რომ თამაშის წაკითხვა შეუძლია.
ამ ყველაფერს დაემატა შემდეგი: თამაში ჩააგდეს ჯინჭარაძემ და შერმადინმა, ასევე ბურჯანაძემაც, თუმცა მას ძალიან მცირე დრო მიეცა (სწორედ ამათი ქულები დაგვაკლდა მოსაგებად, თუნდაც ერთ-ერთის მაინც); თუ არ ჩავთვლით ოჩხიკიძის საოცარ დებიუტს (რაც ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა), ჩვენი ჩემპიონატის უვარგისმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივ "გამოიჩინეს თავი" უქულობით (ფევაძე, როგავა, გაფრინდაშვილი) ან ძალიან ცოტა ქულა აიღეს (კაკუშაძე, ბექაური); ვეტერანმა ცინცაძემ თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნამეტანი აურია დაკარგვებით (მის ასაკში ეს სრულიად ბუნებრივია), ხოლო ამერიკელი ტომასონი 4-ე მეოთხედამდე არც ცდილობდა 3-ქულიანების სროლას და მხოლოდ შესვლებით იხვეჭდა ქულებს; კატასტროფულად წავაგეთ ჩვენს ფარზე ბრძოლები და მეტოქეს მივეცით 2-ე ან 3-ე შეტევის არაერთი საშუალება, რაც ხშირად გამოიყენა; ასევე გვქონდა მოწინააღმდეგეზე 5-ით მეტი დაკარგვა (17-12-ზე), მათ შორის მეორე ტაიმში 8-3-ზე! საბოლოო ჯამში, მივიღეთ სრული კატასტროფა და გველოდება ახლო მომავალში უპერსპექტივობა ანუ სერბეთთან -20 სხვაობა (მინიმუმ) ორშაბათის მატჩში! გრძელვადიან მომავალში კი, დიდი ტურნირების გარეშე დარჩენა და ქართული კალათბურთის ბ დივიზიონში ვარდნა! არ გეგონოთ რომ ამას ნიშნისმოგებით ვწერდე, ეს მწარე რეალობაა (თუკი ჩვენს კალათბურთში რადიკალური ცვლილებეები არ მოხდება, რისიც ნაღდად არ მჯერა)
fani
24 თებერვალი 2024 13:30
1
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია,მგონი ყველაზე მეტად იმაში ტყუის,რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭების მომზადება,ფაქტობრივად უცხოური კლუბებში მათი სტაჟირებით შემოსაზღვრა.ახალგაზრდა,ასე მოუმზადებლად უცხო გარემოში რომ აღმოჩნდება.,ძალიან დიდი შანსია,რომ დაიკარგოს.ფეხბურთიდან ამის უამრავი ცუდი მაგალითი გვაქვს.იმ კლუბებისთვის ეს ბიჭები არაფერს წარმოადგენენ და თუ ვერ მოუმატებენ,ფეხებზე ჰკიდიათ.ჩვენ კი ძალიან შეზღუდული რესურსები გვქვს და ყოველი ნიჭიერი ახალგაზრდის დაკარგვა,კატასტროფული დანაკარგია.რაგბში მოვახერხეთ,სპორტსმენთა მომზადების და განვითარების კარგი სისტემის შექმნა,რომელსაც სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები მოაქვს.ფეხბურთშიც თანდათან იქმნება ინფრასტრუქტურა,სადაც მოხერხდება საკმაოდ მაღალ დონეზე ახალგაზრდობის მომზადება,პარალელურად ხდება მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი კადრების მომზადებაც,სერტიფიცირებით.კალათბურთში გვაქვს რაიმე სისტემა,ან შენდება დარბაზები და სავარჯიშო ბაზები?აქედან ისეთ დონეზე მომზადებული ახალგაზრდები უნდა გავუშვათ,უცხოეთში,რომ იქ სხვებისთვის წარმატებული კონკურენცია შეძლონ.სხვანაირად,ყველა თავისას დაამჯობინებს,ჩვენგან გაგზავნილს.მთავარი,მაინც სპორტის დაფინანსების სახელმწიფოს მიერ წაქეზება უნდა იყოს,შესაბამისი ფინანსური შეღავათებით.სახელმწიფო ყველაფერს ვერ დააფინანსებს,ეს კერძო სექტორმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.ეს კი,მხოლოდ მაშინ მოხდება,თუ ეს მათთვისაც მომგებიანი გახდება.სწორედ ამას უნდა მოემსახუროს, სპორტის დაფინანსების კანონი(სახელწოდება პირობითია).
სოსო
25 თებერვალი 2024 23:42
0
ეს მწვრთნელიღა გვაკლდა რაა, როგორ დროულ წუთშესვენებები აიღო, ღიპზე ეტყობა ნამდვილი პროფია!!! ვითომ ჩვენი არ გვყოფნიდა.... ეეეჰ
rigiti
23 თებერვალი 2024 23:34
2
ერთ-ერთი მიზეზი წაგებისა დასახელდა ის, რომ ნაკრები შეუთამაშებელია, მწვრთნელმა არ იცის კარგად მოთამაშეთა შესაძლებლობები და ა.შ. შე კარგად სამყოფო ფედერაციავ და სანიკიძე, ზედ შესარჩევის წინ რომ დანიშნეთ მწვრთნელი და კალათბურთელების გაცნობა შესარჩევ თამაშებში უწევს, არ შეიძლებოდა 2-3 თვის წინ დაგვენიშნა? კალათბურთელებსაც გაიცნობდა და შესათამაშებლად, თავისი ტაქტიკური იდეების დასახვეწად იქნებ 1-2 თამაშში გამოგვეცადა, თუ გინდ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან ასპარეზობისას. იქნებ უფრო მეტად შეთამაშებულიყო გუნდი და ამდენი დაკარგვები არ გვქონოდა? ან შერმადინის ფაქტორი უფრო გამოგვეყენებინა? ეს ფაქტი არის მწვრთნელის ფუნქციების და ზოგადად კალათბურთის უცოდინრობა. დარგის და სპორტის სახეობების ფედერაციის მართვას უფრო ჭკვიანი მენეჯერები ჭირდება, ვიდრე ცნობილი სპორტსმენები. არც კობიაშვილს და არც სანიკიძეს ფეხბურთის და კალათბურთის ელემენტარული განვითარების ხედვა და გეგმა არა აქვთ და წარმოიდგინეთ პარლამენტში ქვეყნის განვითარების რომელ კანონშემოქმედებით მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა? რა უნდათ მაგათ პარლამენტში, ფედერაციებში ვერ მოუგვარებიათ ელემენტარული საკითხები?
კადრების ნაკლებობას და თაობათა ცვლის პროცესს ვუჩივით და ამ დროს უსამართლოდ ვჩაგრავთ ლუკა ბულაშვილს. მას კარგი ევროპული გამოცდილება უმაგრებს ზურგს და საქართველოს ჩემპიონატშიც ხშირად გამოუჩენია თავი. მას ზუროსი იგნორირებას უკეთებდა და არც გურასპაული წყალობდა. ეტყობა ესეც ფეხბურთის არაბიძე გახდა და ეტყობა რაღაც სერიოზულ ლპობას განიცდის ამ ქვეყანაში. რატომ ვერ მოხერხდა გიორგი ბეჟანიშვილის თუნდაც ერთხელ გამოძახება ნაკრებში? სად არის ერთ დროს პერსპექტიული და 216 სმ-ის სიმაღლის საბა გიგიბერია, ალექსანდრე მერკვილაძე, ვილი ისიანი, საბა ღვედაშვილი და ბევრი სხვა ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ღირსეული ცვლა უნდა გაეგრძელებია? რატომ იძახებ ნაკრებში ფევაძეს, ბურჯანაძეს თუ არ ათამაშებ? ან როგავასი და ჯინჭარაძის რა მოსწონთ? რატომ ვერ გამოვიყენეთ შერმადინის ფაქტორი?
მოკლედ, მტერი ვერ გაგვიკეთებს იმდენ სიგლახეს, რამდენსაც ჩვენი არაკომპეტენტურობით, უცოდინრობით და ერთმანეთის ჯიბრით ვუფუჭებთ ქვეყანას.
თენგაბი
24 თებერვალი 2024 13:57
0
მადლობა კომენტარისთვის. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ გამართული ქართულით წერ და რებუსების ამოხსნა არ მიწევს აზრის გამოსატანად.
მეორე და ყველაზე მთავარი - იდეალურად გაქვს ახსნილი პრობლემების ხასიათი.
ამიტომ მე ბევრს არაფერს ვიტყვი.
მტერი ვერ გაუკეთებს იმდენ უბედურებას საქართველოს, რასაც ეს კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები უკეთებენ.
არაკომპეტენტურობა, მონობა და ნეპოტიზმი - ძალიან მოკლე ჩამონათვალია ამათი დანაშაულების.
ბოისას ფაქტორი არ გიხსენებია და აღარც ღირს, ისედაც ნათელია ყველაფერს.
პრინციპში რა არის გასაკვირი, რუსეთის მე-5 კოლონა გვყავს ხელისუფლებაში და ამათი მოთრეული ფედერაცია რითი იქნება უკეთესი.
dd
24 თებერვალი 2024 14:13
2
გავამწვავებ პრობლემას. ქართველისთვის უცხოა ერთიანობა, გუნდურობა, წესი,კანონი და ყველაფერი ის რაც საზოგადოებას განავითარებს. იდეისთვის არა ფულის შოვნის და თანამდებობებისთვის გაერთიანდა ჯოგი 2003 და 2012 -შიც.
დათო
24 თებერვალი 2024 15:13
1
ხუთი წუთი ბურთს რომ ვერ ჩააგდებ არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს ეს არის ჩვენი ნაკრები?
დდდ
24 თებერვალი 2024 07:36
2
შემადგენლობა რომ ვნახე,ვიფიქრე,ვის უნდა დაეყრდნოს,შანსი არ გვაქვს მეთქი,მაგრამ ვისი იმწდიც არ მქონდა,ისევ მათ აჯობეს სხვებს.გიორგი ცინცაძე,მიდის გუნდიდან,დიდი მადლობა მას,მაგრამ გამთამაშებელი სხვა რომ ვერ გავზარდეთ,ასე თუ ისე,დამაკმაყოფილებელი დონისა,მაგიტომ წავაგეთ ეს მატჩიც.20 წელია ნაკრებშია და 10 წლის მერე მაინც ხომ უნდა გეფიქრათ,ვინმეს დაწინაურება დაოსტატებაზე?ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა შერმადინის და ჯინჭარაძის ასე სუსტი თამაში/თორნიკესთან ერთად,მათ უნდა აეღოთ ძირითადი დატვირთვა.გიო შერმადინს ვულოცავ მეხუთე შვილის გაჩენას,ღმერთმა კიდევ უფრო გაუმრავლოს ჯალაბი,მაგრამ ასე სუსტი და უინიციატივი,მისი თამაში არ მახსოვს.ეტყობა რაღაცა პრობლემები ჰქონდა,რადგან ვიცი როგორი პიროვნებაა და უპასუხისმგებლობას გამოვრიცხავ.ჯინჭარაძე ძალიან დაძაბული ჩანდა,დასაწყისშივე,უკვე პირველ პერიოდში,ორი აშკარად არასაჭირო ჯარიმა,გაფუჭებული ორი საჯარიმო და მერე არასპორტული ფოლი,ამის დადასტურებად მიმაჩნია.კარგი იყო გიორგი ოჩხიკიძე,მაგრამ მთელი თამაშის თავზე აღება,მისთვის ძალიან ადრეა,ლეგიონერი,საკმაოდ კარგად ისროდა,მაგრამ მაკფადენისაგან განსხვავებით,თამაშის თავზე აღებას ერიდებოდა.ახალ მწვრთნელს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ნაკრებთან სამუშაოდ და ცხადია,ვერ მოესწრო სათამაშო სქემების გუნდისაგან გათავისება.თავიდან,დასვენებულები მის სისტემას ავად თუ კარგად გუნდი ახორციელებდა და შედეგიც ჰქონდა,მაგრამ დაღლილობის დაგროვებასთან ერთად ამ სქემებით თამაში სულ უფრო აერიათმეორე ტაიმში,საერთოდ გაქრა.ინდივიდუალურად კი,მხოლოდ კაპიტანი ახერხებდა რაღაცას და ბოლოს ისიც ამოკეტეს,დანიელებმა.ჩვენი ნაკრები არც ადრე გამოირჩეოდა დიდი ინტელექტით და ძირითადად გუნდის ლიდერების ძალისხმევით აღწევდა შედეგებს.დღეს კი,მხოლოდ შენგელიას ძალისხმევა,საკმარისი არ აღმოჩნდა.მეტი რა დაგვრჩენია?უნდა დაველოდოთ,ლიდერების გამოჯანმრთელებას,ახალი მწვრთნელისაგან გუნდის თავის თარგზე გადალაგებას და იმედი ვიქონიოთ,რომ დანიასთან განმეორებით მატჩისათვის,ჩვენი მაშინდელი კონდიციები,სასურველი ანგარიშით მოგების საშუალებას მოგვცემს.სერბების და ფინელების თუ არა,დანიელებზე სასურველი ანგარიშით გამარჯვება,ამ შემადგენლობასაც უნდა შეეძლოს და შეუძლია კიდეც.მთავარია მანამდე გუნდის შეთამაშება მოესწროს.
სოსო
24 თებერვალი 2024 00:25
0
სირცხვილია ქვეყნის ასეთი ნაკრები,შენგეკიაც რომ წავა ალბატ გიბრალტარი და ტასმანია ფორიტ მოუგებენ,დანია რომ მოხსნებში საკუთარ ფარზე ორმაგ უპირატესობას გაგიკეთებს დაანებე თავი თამაშს ისე მწვრთნელი რისი მიხედვიტ შეარჩიეს მართლა საინტერესოა
სანდრო
24 თებერვალი 2024 00:13
1
პატრონიანები ძირითადში და საქმე გაკეთდება!
ლაშა
23 თებერვალი 2024 23:59
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული