საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
მოხდა ის რაც შეუძლებლად ჩანდა!
კიდევ კარგი დანია იყო და არა ფინეთი!
ეგ წაგება ცუდი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი.
ისე, ვინც წერს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დროა რომ წავიდნენო იცით მაგათ მაგივრად ვინ შეიძლება ითამაშოს?
თემური
24 თებერვალი 2024 17:48
1
თამაში ქვია რასაც აკეთებდნენ?
იმედი
25 თებერვალი 2024 03:51
0
სანამ ეს არაფრის მაქნისი, უიმტელექტო და უიდეო ხალხი მართავს ქართულ ფეხბურთს და კალათბურთს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ!
გულშემატკივარი
24 თებერვალი 2024 15:42
0
ყოჩაღ სანიკიძე!!!ამისთვის მოხვედი ფედერაციის პრეზიდენტად?!
საქართველო უპირველესად
24 თებერვალი 2024 13:29
2
Sanikidze jikichs mokide xeli da wadit kartuli kalatburti Dan.aset bandad ro aqcevt nakrebs tqveni akademia xoar goniat? Serbebi saertod gagvtelaven.cincaze ristvis Waxvedi daniashi? Shermadini kide nakrebshi dasasveneblad chamodi xar?
Gia
23 თებერვალი 2024 23:42
2
ყველაზე ჩაშვებულ სასპორტო ფედერაციებს შორის არიან. არ ვიცი კალათბურთმა ესეთი რა დააშავა. თაობები გაუშვეს რასხოდში.
გიორგი
24 თებერვალი 2024 17:09
0
რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა? არ არაფერი. კალაძის სიტყვები გამახსებდა უცებ, ჟურნალისტების მისამართით თქმული - "გადაშენდით აქედან".
რობიზონა
24 თებერვალი 2024 12:08
1
კაცი რომელიც 26 თებერვალს საერთოდ მიდის ნაკრებიდან, რატომ უნდა ათამაშო ძირითადში, გაუგებარია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომავალი არჩევნების შემდეგ, ცინცაძე სანიკიძის გვერდით იხილოთ პარლამენტის დარბაზში. საინტერესოა 26 თებერვლის თამაშის ხილვა. მოკლედ ჩვენი კალათბურთი ფსკერისკენ იძირება, თანაც ძალიან სწრაფად. ბოლოს კითხვა პირადად პარლამენტარ პრეზიდენტს, რა მოტივით ან რა კრიტერიუმით იმსახურებს ნაკრებში ყოფნას ბურჯანაძე? აგვიხსენით. ზაზას დეიდაშვილი რომაა იმიტომ თუ....
ზაკო
24 თებერვალი 2024 11:50
3
სად ნახა და როდის მოეწონა ამ ჯიკიჩმა ცინცაძის თამაში?!... ალბათ, ერთად თამაშობდნენ?!...
დდდ
24 თებერვალი 2024 00:10
4
ამათ ევროპაზე რა უნდათ, ესენი დიდი დიდი ფერმერების ჩემპიონატზე უნდა ათამაშო და იქაც დიდ შედეგებს ვერ დადებენ, ფარჩაკთა ნაკრებია.
მ.მ.
24 თებერვალი 2024 13:53
2
ჯიკიჩ-მალადეც, ნაკრებს (თოკოს, ოჩხიკიძის და ტომასონის გარდა)-ბრავო, ლონდარიძე გვინდა, ლონდარიძე
დათო
24 თებერვალი 2024 09:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული