"ბევრი რამ მომეწონა, თუმცა თამაში წავაგეთ" - რა თქვა ჯიკიჩმა დანიასთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
დანიასა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრეს-კონფერენცია, რომელსაც ჩვენი გუნდის მხრიდან მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდარ ჯიკიჩი და ნაკრების დებიუტანტი, გიორგი ოჩხიკიძე დაესწრნენ.

პირველ რიგში ვულოცავ დანიას. მეტოქემ მოხსნებში გვაჯობა, ჩვენი დაკავრგვების შემდეგ ძალიან ბევრი ქულა ჩაგვიგდო, სტატისტიკის მიხედვით ბურთი 26-ჯერ დავკარგეთ. ამის გარდა, მეორე ნახევარში 47 ქულა მივიღეთ, რაც სრულიად გაუმართლებელია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ვიმუშაოთ. ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი იყო და აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთ.

რას ფიქრობთ სერბეთთან თამაშზე, ძალიან პრინციპული დაპირისპირება იქნება…

სერბეთთან თამაშზე ამ
წამს არ ვფიქრობ, ახლა იმ თამაშზე ვდარდობ, რომელიც წავაგეთ. უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე და ვცადოთ, რომ ისინი არ გავიმეოროთ. სხვა მხრივ, სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ფავორიტია, ჩვენ კი ჩვენი როლი უნდა მოვირგოთ. აუცილებლად ვეცდებით, რომ იმის კეთება გავაგრძელოთ, რასაც პირველ ნახევარში ვაჩვენებდით, აგრესიული დაცვა ვითამაშოთ და იმის გაკონტროლება, ვცადოთ რა მოედანზე ხდება. ეს არის სერბეთთან წარმატების ერთადერთი გზა.

იყო თუ არა თქვენთვის რთული დანიაში ფავორიტის სტატუსით ჩამოსვლა?

ყოველთვის სახალისოა, როდესაც გუნდებს ფავორიტის და აუტსაიდერის სტატუსს ანიჭებენ. მგონია, დამეთანხმებით, რომ დღევანდელი თამაში და ჩვენი და სერბეთის დაპირისპირება ერთმანეთის ანალოგიური სიტუაციები არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ დანიასა და საქართველოს დონე ბევრად უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ჩვენი და სერბეთის.

ყველა თამაშში არსებობს მომენტი, რომელიც დღეს ჩვენც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მათ ძალიან ბევრი ქულა ჩააგდეს და როცა ქულებს არ აგროვებნენ, ცდილობდნენ მოხსნები მოეგოთ. თუ შეხედავთ მათ სტატისტიკას, ორ და სამ ქულიანი სროლების მაჩვენებლებს, ხედავთ რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მოხსნებში ვერ გამოვიჩინეთ თავი. მათი დაცვისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავათ, ჩვენ ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც მათი თამაშიდან არ გამომდინარეობდა.

ერთი შეხედვით, სიმაღლის უპირატესობა გქონდათ, ძალიან გამოცდილი მაღალი მოთამაშეები გყავთ. რას იტყვით მათ თამაშზე, რადგან მოხსნები დაპირისპირება დათმეთ?

ამას არაფერი აქვს საერთო. დანია მოედანზე ენერგიულად გამოვიდა, რასაც ველოდით. ვიცოდით მათი ფორმაცია, მათი დაბლები ძალიან ენერგიული მოთამაშეები არიან. ე.წ „ლოჯისტიკური კალათბურთელები“. ისინი მათ ლიდერებს მიყვებიან. მიუხედავად იმისა რომ მომენტების უმრავლესობა არ შეუქმნიათ, დანიის ლიდერებზე ჩვენი გამახვლიებული ყურადღება გამოიყენეს. ზოგჯერ ქულის აღებით, ზოგჯერ კი მოხსნით. საბოლოო ჯამში დანიელებს ჩვენზე 20-ჯერ მეტი შეტევა ჰქონდათ და გამარჯვების მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

მეორე ნახევარში ვეცადე, რომ ჩემი მოთამაშეები არ დამეღალა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინი ახლა სხვალობენ ჩემთან ერთად თამაშს, მე ახლა ვითვისებ თუ როგორ ვუხელმძღვანელო მათ. ეს ჯერ კიდევ პროცესია. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბევრი დეტალი მომეწონა და თავისთავად ბევრი რამ არ მომწონს, რადგან თამაში წავაგეთ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 33 /
სანიკიძე და კობიაშვილო!!ხო ააყვავეთ კალათბურთი და ფეხბურთი, ახლა მშვიდათ გააგრძელეთ პარლამენტში მოღვაწეობა!!!
სამაჩაბლო
24 თებერვალი 2024 13:52
10
რავა ყველა ყველაფრით კმაყოფილია? კომუნიზნში შევედით? ერთი დანია მოგაბარეს შე ბედოვლათო და იმას ვერ მოუგე. რად უნდოდა მაგას მწვრთნელი საერთოდ? საწყალი შენგელია(
Rezo
24 თებერვალი 2024 13:46
3
გეთანხმები!.მწვრთნელს ეძინაა!.ინერტულიი!. სულ არ აწუხებდა მის გამომეტყველებაზე რო საქართველო წააგებდა თუ მოიგებდა!.
რომა
24 თებერვალი 2024 14:41
1
რაც შენ არ მოგეწონა, ჩვენ როგორ მოგვეწონებოდა, მაგრამ რაც მოგეწონა, იმას რატომ გვიმალავ?... გვითხარი, შეკაცო, იქნებ გული მოგვიბრუნდეს?...
დდდ
24 თებერვალი 2024 12:22
2
დააბრუნეთ ლონდარიძე! ტალღებს მაინც გააკეთებს
Gio
24 თებერვალი 2024 12:08
1
100%
თომა
24 თებერვალი 2024 12:46
1
ამ ნაკრებს არათუ ევრობასკეტზე, ჩემი ნება რომ იყოს სოფლის კლუბის დონეზე თუ დაუშვებდი მხოლოდ, ისიც საშინაო მატჩებზე, ასეთ თამაშებზე, როგორც გუშინ ქონდათ, ლოცვა კურთხევა რომ არ მოაკლდეთ ტრიბუნებიდან.
მ.მ.
24 თებერვალი 2024 17:00
4
ტყუილია, რომ პირველი ტაიმი უკეთ ვითამაშეთ. ჩვენმა ნაკრებმა სტაბილურად ცუდად ითამაშა, უბრალოდ დანიელებს თავიდან არ წაუვიდათ თამაში და კატასტროფულად ისროდნენ - ლუნდბერგმა პირველი 6 სროლა ააცილა და ამაში ჩვენი დაცვის წვლილი მინიმალური იყო. როგორც კი სამიზნე გაისწორეს, სტაბილურად ამცირებდნენ სხვაობას, ბოლო სამი მეოთხედი სამართლიანად მოგვიგეს და თამაშის ბოლო წუთებს უკვე აზრი დაეკარგა, სასწაული თუ გვიშველიდა. ამას ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვწერ, სიმართლეს თუ თვალი არ გავუსწორეთ, თამაშს როგორღა გამოვასწორებთ?!... გამოსასწორებელი კი ბევრი გვაქვს. დანიას შილდსიც რომ დაემატება, უფრო უკეთესი გუნდი გახდება და სულაც არაა გამორიცხული, სერბებს ან ფინელებს ერთი თამაში გამოსტყუონ, რაც ჩვენთვის ურთულესი იქნება მსგავსი თამაშით და იმ ილუზიით, რომ თურმე საქმე არც ისე ცუდადაა. ამ მიდგომით, შესაძლოა, დანიასთან 6-ზე მეტი ქულით მოგებამაც არ გვიშველოს და ამაში ალოგიკური არაფერი იქნება... თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, სჯობს, ევროპაზე სულაც არ გავიდეთ და ჩვენზე ბევრად უფრო მოტივირებული დანიელები გავუშვათ, უფრო შეირგებენ...
ვოოტ
24 თებერვალი 2024 13:04
3
უვიცობის და არაპროფესიონალიზმის, კორუფციის და ნეპოტიზმის დოღია დღეს საქართველოში. ელიტარულ სპორტში, კიდე უფრო მეტად. ნახეთ აბა რა შედეგები დაიდო ძიუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, რაგბიში და ა.შ.
მალხაზ ჯობავა
24 თებერვალი 2024 13:02
2
ჟურნალისტებო!ხმას რატომ არ იღებთ??რამ გამოიწვია ქართული კალათბურთის ასეთი რეგრესი??
გიორგი
24 თებერვალი 2024 16:18
0
რაღა ამის პასუხია და თორნიკე შენგელიას თოკოთი რატო იხსენიებდნენ კომენტატორები? თოკო არა თაკო კიდევ. თორნიკეს რომ თოკოდ გადააკეთებ... ეს თბილისლები რა პრანჭია "პიჟონა" ტიპები ხართ. ქალოიაც კი შეიძლება ითქვას
!!
24 თებერვალი 2024 12:01
15
შერმადინსაც გიორგის ნაცვლად გიოს ეძახიან და ზუსტად მაგან წაგვაგებინა... მეტსაც გეტყვი, ბითაძე და მამუკელაშვილი იმიტომ აღარ ჩამოდიან, რომ პიჟონურად გოგლიკას და სანდრექსას ეძახიან, აქ მარხია ძაღლის თავი და შენისთანა თბილისში გავლითაცარნამყოფი თუ ამოგვათხრევინებს, თორემ თბილისელების იმედი კალაძეს ქონდეს...
დდდ
24 თებერვალი 2024 13:28
2
ეს ქართველების გაყოფა და ერთამნეთზე წამოკიდებისთვის რუსებმა დაგაფინანსეს თუ შენთვითონ? რით ვართ ერთმანეთზე უარესები ან უკეთესები? ქართველები ვართ ყველანი და ვის ვინ როგორ დაუძახებს იმ ორის საქმეა და არა სხვისი
ვინ
24 თებერვალი 2024 23:34
0
რატომ არ თამაშობენ ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები ევროპის წამყვან საკალათბურთო ლიგებში??
საბა
24 თებერვალი 2024 14:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული