ჯიკიჩთან ერთად ნაკრებს ავარჯიშებდნენ სერბი სპეციალისტის ასისტენტები – ანატოლი ბოისა და იტალიელი მარკო ესპოზიტო. სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი ნაკრებს სავარაუდოდ იტალიაში მას შემდეგ შეუერთდება, რაც “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობას დაასრულებს. ფინალში მყოფ მონაკოში მარკოიშვილი საშა ობრადოვიჩის ასისტენტია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ნაკრებს იტალიაში შეუერთდება კაპიტანი თორნიკე შენგელია, ამერიკელი ნატურალიზებული უკანახაზელი ჯო ტომასონი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, შენგელია იტალიის სერია A-ს ფინალშია, ხოლო ტომასონი ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვის. რაც შეეხება სანდროს, მას ნაკრებში ვარჯიში, როგორც ნბა-ს მოთამაშეს, 18 ივნისამდე აკრძალული აქვს. მართალია, მას სან ანტონიოსთან კონტრაქტი დაუსრულდა და უგუნდოდაა, მაგრამ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ოფიციალური შემოთავაზებები აქვს და ნაკრებთან მისი ვარჯიშების გრაფიკიც ხსენებული რეგულაციით რეგულირდება.
ანალოგიური რეგულაცია ვრცელდება ასევე უგუნდოდ მყოფ ნბა-ს თავისუფალ აგენტ გოგა ბითაძეზე, რომელსაც ორლანდოსთან კონტრაქტი ამოეწურა და თუ სად გააგრძელებს კარიერას, მომავალში გაირკვევა. ბითაძე თბილისურ შეკრებას 6 ივნისს შეუერთდა და ისეთ ვარჯიშებში იღებდა მონაწილეობა, სადაც კალათბურთელებს შორის ფიზიკური კონტაქტი არ არის. ის ნაკრებს ტრევიზოში გაჰყვება და ვარჯიშებში აქტიურად 18 ივნისიდან, ანუ პირველ ოფიციალურ მატჩამდე 2 კვირით ადრე ჩაერთვება.
ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო დანაკლის მოთამაშეთა სია გაეზარდა. მოგეხსენებათ, გიორგი შერმადინი ნეკნის მოტეხილობისა და მის შემდგომ განვითარებული პნევმოთორაქსის გამო ნაკრებს ვერ ეხმარება. ტრავმის გამო ნაკრებს იტალიაში ვერ მიჰყვება გუნდის გამოცდილი წევრი, ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა ესპანეთში, სადაც მისი ლიდერობით “ლეიმა კორუნა ბასკეტმა” უმაღლეს ლიგაში გადასვლა მოახერხა. ბურჯანაძემ ნაკრებთან ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რაც გახდა კიდეც მისი თბილისში დარჩენის მიზეზი.
თავდაპირველად გამოძახებულთა სიაში არ იყო, თუმცა ესპანეთში გამართულ ნბა-ს კემპ “კალათბურთი საზღვრებს გარეშე”-დან დაბრუნებული ავთანდილ ბახტაძე ტრევიზოში მიემგზავრება. 17 წლისა და 210 სანტიმეტრი სიმაღლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი კალათბურთელი ეროვნულ ნაკრების თბილისურ ვარჯიშებს ბოლო 3 წელია, პერიოდულად ესწრებოდა და მასში ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმაც დაინახა ის, რის გამოც 17 წლის ახალგაზრდა ჯერ შეკრებაზე გამოცხადდა, შემდეგ კი იტალიაში წამსვლელთა სიაში მოხვდა. ბახტაძე კაუნასის ჟალგირისში ქუთაისიდან 2 წლის წინ გადავიდა და საკალათბურთო უნარ-ჩვევებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურ გარემოში ავითარებს.
ნაკრებს დაუბრუნდნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი, რომლებიც წინა ოფიციალურ მატჩებს ტრავმების გამო გამოაკლდნენ. ისინი ნაკრებთან ერთად ტრევიზოში ივარჯიშებენ და ეცდებიან, ოფიციალურ მატჩებამდე ფორმა აღიდგინონ. ჩვენი ნაკრები იტალიაში 10 ივნისს, გამთენიისას გაფრინდება და ტრევიზოში შეკრებას მეორე დღიდან დაიწყებს. პატარა, მაგრამ სპორტული ინფრასტრუქტურით მოწესრიგებულ ქალაქში სავარჯიშოდ იდეალური პირობებია შექმნილი. ჩვენი ნაკრები ქალაქის განაპირას, სასტუმრო Maggior Consiglio-ში იცხოვრებს, რომლის გვერდზეც არის გრანდიოზული სპორტული კომპლექსი La Ghirada. სწორედ ამ ბაზაზე, 11-დან 20 ივნისამდე საქართველოს ნაკრები ყოველდღიურად მოემზადება, რის შემდეგაც ტრევიზოდან ავტობუსით 2 საათის სავალ გზაზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გაემგზავრება, სადაც 23 ივნისს, ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფ იტალიის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავს.
მატჩის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები გეზს ლატვიისკენ აიღებს, სადაც საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ იურმალაში დაბანაკდება, სადაც ვარჯიშებთან ერთად 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან, რომელიც რიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეა და ეგვიპტესთან, 28 ივნისს.

ეს გახლავთ მოსამზადებელი გრაფიკი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის , რომელიც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ჯგუფის მატჩებს 2 ივლისს მასპინძელ ლატვიასთან, ხოლო 4-ში – ფილიპინებთან გამართავს.

GBF.GE