საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 17 ქულით სძლია

AutoSharing Option
ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა.

ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 21:17 მოგვიგეს. შენგელიასთან ერთად ჩინებულად ირჯებოდა ბოლდუინი, აგრეთვე სანაძე, რომელთა ძალისხმევით დავწინაურდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმი 38:40 წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები
დაცვაშიც უკეთ თამაშობდნენ, შეტევაშიც, არც მეტოქე გვიდებდა ტოლს, ფარს კვლავ გვიგებდნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა. ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 5 ქულით გავედით წინ, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 55:53 დაფიქსირდა. მეოთხე მეოთხედში უკვე საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა, 5 პასი), 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ.

ჯგუფში 4 მოგებით ლიდერი სერბეთია, მეორე ადგილზე 2 მოგებით საქართველოა, მესამეზე 1 მოგებით ფინეთი, მეოთხეზე კი 1 მოგებით დანია. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს სახლში დანიასთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპირველობის საგზურს მოიპოვებს.

altზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძლივს არ ეღირსა ჩვენს ნაკრებს ბო მაკალების დონის ლეგიონერი! მანამდე ვინც იყვნენ ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ და გულით და ა სულით თამაშობდნენ ჩვენ ნაკრებში, ამისათვის მათ დიდი მადლობა, მაგრამ ბოლდუინი აშკარად სხვა დონეა, ეს არის ის ვისაც ვითხოვდით და ვინც გვჭირდებოდა.
ქორ-პარიკმახერი
02:21 25-11-2024
0
ბოლდუინმა ფაქტობრივად პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე ნახა პირველად,თანაგუნდელები.ალბათ ამიტომ იყო,რომ თავიდან არაფერი გამოგვდიოდა.ეტყობა მწვრთნელმაც ნება მისცა და მან თამაშის საკუთარ თავზე აღება დაიწყო.პირველი თამაში,შეიძლება ითქვას,რომ გუნდმა კი არა,ინდივიდუალებმა მოიგეს,თუმცა თამაშის ბოლოსაკენ,უკვე რაღაცა კავშირები გააბეს ერთმანეთთან და ამან მიგვიყვანა,გამარჯვებამდე.დღეს უკვე აშკარად უკეთესად იჯდა შემადგენლობაში,ბოლდუინი.თორნიკე რომ სუპერ მოთამაშეა,ეგეც ხომ უკვე დიდი ხანია ვიცით და მათ გვერდით,სხვებმაც მეტ ნაკლებად ხელი გამოიღეს.შერმადინი დღეს ნაკლებად დაიტვირთა.არ ვიცი,შესაძლოა რაღაცა აწუხებდა კიდეც.დღეს ბოლდუინმა გვიჩვენა,რომ სწრაფ შეტევაზე გრძელი,უზუსტესი პასის გაკეთებაც შეუძლია და მის გვერდით,რატი ანდრონიკაშვილიც გაცილებით უფრო თავდაჯერებული ჩანდა.რამდენი ხანია,შერმადინი პიკენროლებზე გაყვანილი აღარ გვინახავს,საქართველოს ნაკრებში.მომდევნო თამაშებში,ალბათ ამასაც ხშირად ვიხილავთ.ბოლდუინს ვფიქრობ მაგის გაკეთებაც შეუძლია.ეს რა თქმა უნდა ის შემადგენლობა აღარ არის,რამდენიმე წლის წინ რომ გვყავდა,მაგრამ ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეუძლია.ვულოცავ ამ გამარჯვებებს და ამ იმედით ვემშვიდობები,მომდევნო მატჩებამდე.
სოსო
01:35 25-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული