ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მე-20 გათამაშების ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “ქუთაისი 2010:-ს შეხვდება. ამ გუნდებმა დღეს დიღმის არენაზე ნახევარფინალები მოიგეს და არაერთგზის მოგებული ტიტულის მოგებას ერთხელაც შეეცდებიან.
ნახევარფინალური მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა.ერთში სულაც ოვერტაიმი დაფიქსირდა – “ქუთაისმა” ვსა დამატებით დროსი გატეხა, ხოლო თსუ კარგა ხანს აგებდა და გორის “ივერიონის” დამარცხება ბოლო წუთებზე შეძლო. ორივე მატჩში თითქმის ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა: თსუ-მ 93:87 (სტატისტიკა) სძლია ივერიონს, ხოლო ქუთაისმა დამატებით დროში 92:87 (სტატისტიკა) დაამარცხა ვსა.
ქუთაისმა ბეწვის
ხიდზე გაიარა, რადგან წაგებას თვალებში ჩახედა, როცა მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე ქულით (79:78) დაწინაურებული ვსა-ს გამთამაშებელი, ჯერმეინ ჰედი საჯარიმოს ხაზზე დადგა. ქუთაისელთა საბედნიეროდ, ჰედმა ორივე საჯარიმო გააცუდა და ბოლო შეტევა ქუთაისელებს დარჩათ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე მეტოქის ფარისკენ დაძრული იმერული კლუბის ამერიკელი ლეგიონერი, მარქილ სმიტი ჯარიმით გააჩერეს, რომელმაც 1 სროლა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 79:79. ანუ ამ მომენტში უკვე ვსა გადარჩა, რადგან სმიტს რომ მეორე საჯარიმო ჩაეგდო, შეხვედრას ქუთაისელები მოიგებდნენ.
GBF