ევრობასკეტი 2017: მასპინძლები მარცხდებიან - ტურნირი C და D ჯგუფებმაც დაიწყეს

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

სტამბოლში D ჯგუფის მატჩები გაიმართა: ბელგიის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის გუნდი 103:90 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში 21 ქულით საუკეთესო იყო დე ზეუვი.

შემდეგ მოედანი სერბეთისა და ლატვიის გუნდებს დაეთმო - სერბეთმა 10 ქულის სხვაობით იმარჯვა - 92:82. ბოგდან ბოგდანოვიჩმა 30 ქულა ჩააგდო.

სტამბოლში დღის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი თურქეთი რუსეთს დაუპირისპირდა და 73:76 წააგო.

რუმინულ კლუჟში C ჯგუფის დაპირისპირებები ვიხილეთ - პირველ მატჩში ხორვატიამ 67:58 დაამარცხა უნგრეთის ნაკრები. ბოიან ბოგდანოვიჩმა 23 ქულა ჩააგდო.

მეორე მატჩში ესპანეთის
ნაკრებმა 39-ქულიანი უპირატესობით გაანაგდურა ჩერნოგორია - 99:60. ვილი ერნანგომესმა 18 ქულა ჩააგდო, მისმა უმცროსმა ძმა ხუანმა კი - 13.

ბოლო შეხვედრაში მასპინძელი რუმინეთი ჩეხეთთან 68:83 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული