ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დამმარცხებელი უკრაინელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა ევგენი მურზინმა განაცხადა, რომ მეტოქეს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, რაც სათანადოდ გამოიყენეს:

 

„მინდა გამარჯვება მივულოცო ყვეელას, ვისაც ჩვენი სჯეროდა. ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. საქართველოს ერთობ ძლიერი, გამოცდილი გუნდი ყავს, მისი კალათბურთელები ერთად დიდი ხანია თამაშობენ. თუმცა, ტურნირს პრაქტიკულად მხოლოდ შვიდი კალათბურთელით ატარებენ.

 

ჩვენი მიზანი მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა და ვიზავიზე ზეწოლა გახლდათ. ამაყი ვარ. ეს ჩვენი პირველი მოგებაა.

 

კრავცოვი ზურგის ტრავმის გამო გამოგვაკლდა და ერთი ცენტრალური თავდამსხმელის ამარა

დავრჩით. მაინც ვიბრძოლეთ და შედეგს მივაღწიეთ. იმედია, ის ლიტვასთან თამაშს შეძლებს.

 

იტალიასაც გავუძალიანდით, მაგრამ 40 წუთი კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ.

 

დღეს დიდი სამუშაო შევასრულეთ - 23 ზუსტი გადაცემა შესანიშნავი მაჩვენებელია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანიკიძე რატო არ თამაშობს?
zaal
04 სექტემბერი 2017 15:26
1
daviviwyot wagebebi da momval tamashebze vipiqrot
zali
04 სექტემბერი 2017 15:24
1
უხერხული და არასწორია, კომონტარებში უსაფუძვლო კრიტიკა. ჩემპიონატის წინ გუნდი კი არ გადაიღალა, მატჩების სავალდბულო მინიმალური რაოდენობა ჩაატარა, 10-ზე ნაკლები. პრობლემა ნამდვილად მოკლე სკამი და ტრავმებია. ნაკრებში მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობაა, რას იზამ, უკეთესები არ გვყავს. ეს საექსპერტიმენტო და სიახლეების საძებნი ტურნირი არ არის. გამოცდილება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე ახალგაზრდისთვის "შანსის" მიცემა. ეს ფეხბურთი არ არის, სადაც ასეთი ექსპერიმენტები შესაძლებელია. კალათბურთში მუდმივად მოძრაობაში და დაძაბული ხარ, რასაც სწორედაც გამოცდილი სპორტსმენი ჭირდება. ბოისას რომ აკრიტიკებთ, ის არის მცველი და სროლა არ ევალება. შესაძლოა არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ამ ეტაპზე რეზერვად ეგ სხვებს ჯობია. თანაც გუნდში ავტორიტეტი აქვს.
ვატო
04 სექტემბერი 2017 12:16
2
ბოისა - ვლადიმერი კი იყო კარგი კალათბურთელი, მაგრამ ანატოლი...
რა ვიცი, ყველაფერი პოლიტიკად გადააქციეს.
04 სექტემბერი 2017 12:37
0
საქართველოს გამთამაშებლები არ გვყავს, ჩემის აზრით, ცენტრები კარგი გვყავს, მაგრამ ცენტრებს როგორც წესი სისწრაფე არ აქვთ. გუნდი გადაღლილი იყო ვერ ასწრებდნენ, უამრავი ბურთი ჩაგვიგდო უკრაინამ სწრაფი შეტევებით.
დავითი
04 სექტემბერი 2017 10:40
2
20 მატჩი ჩაატარებინეს ნაკრებს ტურნირის წინ. გუნდს სკამი არ ჰყავს და დასვენების მაგივრად მოქანცეს საბოლოოდ. რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ბიჭებთან, დამნაშავე ისევ ჩვენი ''ტვინი'' ფუნქციონერები არიან.
meocnebe ixvi
04 სექტემბერი 2017 09:31
3
მართალს ამბობს ეს კაცი. 7 კაცია ჩვენს გუნდში, დანარჩენი ტურისტია.

უკრაინას მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ, გულღია ხალხია.
ასეა ეეს.
04 სექტემბერი 2017 09:11
0
მიზეზი მარტივია. მოკლე სკამი.
მოკლე სკამი
04 სექტემბერი 2017 08:17
0
იქეიფეთ ეხლა გასახდელში!
ძველი ნაცნობი
04 სექტემბერი 2017 06:20
1
სწორად დაასკვნა უკრაინელმა. Bოისას ნაკრებში რა უნდა? სკამის სახეხად არც ერთი არ უნდა წაიყვანონ. თუ შეცვლაზე შესვლა არ შეუძლიათ ნუ მიგყავთ. Aმერიკაში რომ მამუკელაშვილია ის უნდა გაესინჯატ და წაეყვანათ რადგან ამ ბიჭს დიდი მონაცემები აქვს, ბურთსაც კარგად ფლობს, ტყორცნაც აქვს და ცენტრადაც და მცირე ფორვარდადაც შეუძლია თამაში. ამერიკულ კალათბურთს თამაშობს ბავშვობიდან. ბევრი უაზრო გადაცემები და გაუნძრევლად დგომა არ შეიძელბა ყველა უნდა მოძრაობდეს დაცვასა და თავდასხმაშიც. ზუროსის კომენტარებიდან გამომდინარე ძალა არ ეყოთ ესე იგი ერთი თამაშისთვის ეყოთ ფიზიკური მომზადება.როგორ შეიძელბა ასე თავისუფლად ასროლინო ყველას. მაგას აქ ქუჩის კალათბურთშიც არ გასროლინებენ. არც ზონა ვარგოდა და არც პირადი მეურვეობა დაცვაში. მერე კიდევ თავიდანვე თუ არ სცადე ბურთის თყორცნა კალათში თამაშის ბოლოს რას ჩააგდებ გაუხურებელი რომ არიან და ბოლი გასდით თან უკნიდან. კალათ ბურთი ჰქვია ესროლე ეს ოხერი იქნებ ჩავარდეს. უკრაინას ანუ კიევის დინამოს ტკაჩენკო და ბელოსტენნი ჰყავდათ ერთად და დერიუგინი მარტო უგებდა ხოლმე ორივეს და თავზეც ატენიდა და ბევრად დაბალი იყო მათთან შედარებით. შვიდკაცა რავა სამღერლად წავიდნენ?
niko
04 სექტემბერი 2017 04:40
1
საქართველოს ნაკრებში არის 5 მაღალი დონის კალათბურთელი და დანარჩენი საშუალოზე ბევრად დაბალი. რანაირად ხდება რომ ამხელა განსხვავებაა მოთამაშეებს შორის??
.
03 სექტემბერი 2017 23:57
1
რაა?.გერმანიასან მიტუმეტესუკრაინასვერ დავამარცხებდიტ?ტოტალიზატორის სუნი უდის თიყვა დზაქმიაQ
gio
04 სექტემბერი 2017 01:17
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული