საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თუ გერმანიის ნაკრებთან წაგება ლოგიკას ექვემდებარებოდა, უკრაინასთან არ უნდა დავმარცხებულიყავით. აი, რატომ:

1. საქართველოს ნაკრები ყოველთვის სჯობნის გუნდებს, რომლებსაც მთავარ იმედად კარგი ცენტრები ჰყავთ. უკრაინა სწორედ ასეთია, პუსტოვოის ეიმედება.

2. ჩვენი გუნდის დამარცხება ძალიან უჭირთ მათ, ვისაც პერიმეტრიდან კარგი მტყორცნელები არ ჰყავთ. უკრაინაში ნამდვილად არ თამაშობენ თუნდაც მარკოიშვილის, სანაძისა და დიქსონის დარი სამიანების რეალიზატორები.

3. საქართველოს ნაკრების ხუთეული უკრაინელებზე გაცილებით მაღალი კლასისაა, ბოლო წლებში რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერ მოვუგეთ. 2011 წლის ევრობასკეტზე სწორედ უკრაინის ძლევით მოვიპოვეთ მომდევნო ეტაპის საგზური.

თუმცა მატჩის
წინ რაც ლოგიკა გვეგონა, სულ სხვა რამ აღმოჩნდა:

1. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად ვერ აჯობა წინა ხაზში პუსტოვოის იმედად მყოფ უკრაინას. ბურთი სულ 29-ჯერ მოვხსენით. სამწამიანი ზონიდან 34 ქულა მივიღეთ, 6-ით მეტი, ვიდრე ჩვენ ჩავაგდეთ.

2. უკრაინას ნამდვილად არ ჰყავს ექსტრაკლასის პერიმეტრიდან მტყორცნელები, მაგრამ თურმე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბურთს ვერ ჩააგდებენ. მეტოქემ 27-დან 10 სამიანი გამოიყენა. ამდენი აქამდე არც უსვრია და არც ჩაუგდია...

"ჩვენმა დაცვამ უკრაინელებს მისცა ტყორცნის შანსი და მანაც გამოიყენა. ერთხელ ჩააგდეს, მეორედ და თვითრწმენა შეემატათ, მატჩის ბოლომდე თავდაჯერებით სტყორცნიდნენ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

3. მაღალი კლასის ხუთეული სულაც არ არის გამარჯვების გარანტია. უკრაინასთან მატჩისას დაცვაში რომ ვერ დავლაგდით, მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო. მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, რამაც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს საშუალება არ მისცა, სათადარიგოთა სკამი ბოლომდე გამოეყენებინა, შეხვედრის მთელმა სიმძიმემ შვიდ კალათბურთელზე გადაიარა. იმ შვიდ მოთამაშეზე, რომლებიც წინა დღეს გერმანიასთან ბრძოლაში ბოლომდე დაიტვირთნენ.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი:

"უკრაინამ 15-ქულიანი უპირატესობა მესამე პერიოდის დასაწყისში მოიპოვა. დიდი ენერგია შევალიეთ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მივუახლოვდით კიდეც, მაგრამ ენერგია არ გვეყო თამაშის შემოსაბრუნებლად".

ვინ უნდა გაუფრთხილდეს კალათბურთელების ენერგიას, ვინ უნდა შემოინახოს ისინი ბოლო წამებისთვის ხალასად? რა თქმა უნდა, მწვრთნელმა. საამისოდ აუცილებელია შემადგენლობის სწორი როტაცია და სათადარიგოების მეტად დატვირთვა. შარშან შესარჩევი ეტაპი რომ დასრულდა, სწორედ ილიას ზუროსმა მითხრა - ევრობასკეტზე 7 დღეში 5 მატჩი გველის, როტაციაც უნდა გაუმჯობესდეს და თამაში უფრო გამრავალფეროვნდესო.

მწვრთნელმა იგივე გაიმეორა გუშინდელ პრესკონფერენციაზე, თუმცა აქამდე ეს ჯერ ვერ მოხერხდა...

"ერთი დღე დავისვენებთ, ენერგია რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ, რადგან ისრაელის წინააღმდეგ კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. ამ შეხვედრის მოგება თუ გვინდა, ფიზიკურად და მენტალურად აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ".

რა გველის?
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ასევე ეფექტურად დაიწყო: გორტატიანი პოლონეთი გაანადგურა, თუმცა შემდეგ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და ევრობასკეტი ერთი გამარჯვებით დაასრულა.

ასეთი შედეგის წარმოდგენა ნამდვილად არავის სურს...

ევრობასკეტი 2015-ზე საპირისპიროდ მოხდა: საწყისი სამი თამაში წავაგეთ (მათ შორის, აუტსაიდერ ჰოლანდიასთან), მაგრამ ბოლო ორი მოვიგეთ და მერვედფინალშიც გავედით. სამი ტურის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს ენერგია არასაკმარისი ჰქონდა, მაგრამ რეალურად ასე რომ არ იყო, ხორვატიასთან და მაკედონიასთან ეფექტურმა მოგებებმა დაგვარწმუნა.

ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს. მომდევნო მატჩი ხომ სწორედ ისრაელთან გველის - 5 სექტემბერს, 22:30 საათზე.

ისრაელის თამაშამდე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მსჯელობა ნაადრევია.

ასევე იხილეთ:
- ილიას ზუროსი: თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო
- მანუჩარ მარკოიშვილი: ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა
- რას წერენ საქართველოსთან მოგებულ მატჩზე უკრაინელები?
- ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს

ევრობასკეტი 2017. D ჯგუფი. III ტური

3 აგვისტო, თელ-ავივი, 2100 მაყურებელი
საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 42 /
ფაჩულია რომ ენბიეის ჩემპიონი არ გამხდარიყო ალბათ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებდა ნაკრებში, თორემ ეხლა ისეთი სახით დადის პრეზიდენტი გეგონება.
Michael Jordan
04 სექტემბერი 2017 11:50
3
ფაჩულია სულ რომ ცხრაგზის ჩემპიონი იყოს ლიდერი სხვა ჭირდება ნაკრებს, სხვა ამპლუის და ნიჭის მოთამაშე. ჩვენ კალათბურთი არ გაგვაჩნია საერთოდ, რა ლიდერზეა ლაპარაკი. ამ ბიჭებმა ინდივიდუალურად მიაღწიეს თავისას და მთლიანად საქართველოს კალათბურთის სახეს ქმნიან თავდადებით, მაგრამ კალათბურთი ჩვენში მკვდარია ფეხბურთივით.
ანდრი
04 სექტემბერი 2017 14:39
2
... ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს.
ღმერთი ჩვენსკენ!!!
04 სექტემბერი 2017 12:29
0
ისრაელი გერმანიის შეხვედრის მეტ წილს ვუყურე,ბოლო პერიოდში ისრაელმა 16 ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და გაიმარჯვა,შეცდომები საკმაოდ ბევრი ჰქონდათ,მაგრამ საოცარი აღმაფრენით იბრძოლეს ბოლომდე და გაიმარჯვეს.გერმანიას კი მგონი ის დაემართათ,რაც ჩვენ მათთან,გადაიღალნენ და ტემპს ვეღარ გაუძლეს.შრიოდერმა სისულელეები გააკეთა ბოლოს,ცინცაძე და დიქსონი მონაგონია.ასე რომ ჩვენი ბიჭების ლანძღვას მოვეშვათ სჯობია,დაღლილი კაცი სიზუსტეს და აზროვნების სისხარტეს ჰკარგავს. ეს ყველას შეეხება.იმედი ვიქონიოთ,რომ ახლა უკვე ისრაელი იქნება დაღლილი და სისულეებს გააკეთებს.
სოსო
04 სექტემბერი 2017 11:01
1
გეთანხმები, გადაღლილია გუნდი, გადაღლილი ადამიანი კი ვერც გონებრივად და ვერც ფიზიკურად ვერ ქაჩავს, რაც არ უნდა კარგები იყვნენ, 7 კაცით წარმატებაზე ფიქრი უტოპიურია, დანარჩენები კი სამწუხაროდ მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ დონეს, სანიკიძე და ბურჯანაძე უკვე 9 კაცი იქნებოდა და რეალური წარმატებაზე ფიქრი. მართლაც არ შეიძლება ესეთი ლანძღვა იმ ბიჭების, რომლებმაც არაერთი სიხარული გვაჩუქეს, გვიყვარხართ ლომებო და წარმატებები!
llcl
04 სექტემბერი 2017 11:24
0
ugunurebaa daglilobit imartlo tavi. mosamzadebeli periodi imisatvis arsebobs, rom energia sworad gadaanawilo. win rom viyurebi, perspektiuli kalatburtelebi ar chanan da kidev didxans mogviwevs 7-8kalatburtelit tamashi.
dato
04 სექტემბერი 2017 11:16
2
რა გადაეკიდეთ ამ ბურჯანაძე-სანიკიძეს - ეგენი დამტვრეულები არიან და ვერც ითამაშებდნენ. ჩვენ გყვავდა სხვა რესურსიც - ცქიტიშვილი, ფაცაცია და დვალიშვილი - ბოისას და ბექაურს მაინც აჯობებდნენ ეს კალათბურთელები, რომელთაც ჯერ თამაში არ მიუღიათ მონაწილეობა პრაქტიკულად. მაგრამ აქაც ფეხბურთის არ იყოს ფედერაცია ადგენს შემადგენლობას.
კაპუსტინი
04 სექტემბერი 2017 13:13
2
ეხლა ჩვენს ბიჭებს მხოლოდ გამხნევება სჭირდებათ, მათთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის.
წინ ბიჭებო!!!
zviads
04 სექტემბერი 2017 12:45
3
ფაჩულია...
მის გარეშე ნაკრები უკეთ თამაშობს.
რამდენიმე კარგი ბლოკი და მოხსნა ჰქონდა, მაგრამ 3 მაგდენი გააფუჭა.
ILIA
04 სექტემბერი 2017 12:47
2
ჩემი აზრით, კალათბურთელების დაღლილობა გამოიწვია ჩემპიონატის წინ მოგებულმა ორმა კომერციულმა ტურნირმა, ასეთ დატვირთვას უფრო გრძელი სკამის მქონე გუნდებიც კი ვერ გაუძლებდა ასეთ მოკლე დროის მონაკვეთში.
ptp
04 სექტემბერი 2017 11:58
1
არავითარი გადაღლა მოსამზადებელ პერიოდში არ ყოფილა. ეს ის მინიმუმია, რაც აუცილებლად უნდა ეთამაშათ. მთავარი სიმართლე ის არის, რომ სანიკიძის გარეშე, ისედაც მოკლე სათადარიგო სკამის პირობებში ამ ნაკრებს ძალიან უჭირს ზედდიზედ რამდენიმე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება. ცინცაძის მცირე ტრამვაც საკმაოდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რადგან დიქსონი ლამის "გადაიწვა". ქართულმა ხასიათმაც თავი იჩინა-ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ თავი ჯგუფიდან გასულებად ჩათვალეს და მობილიზაცია გაუჭირდათ. მეტოქეები კი, უკვე როგორც ლიდერს, ისე გვეთამაშებოდნენ.
მინდია
04 სექტემბერი 2017 13:01
1
უკვე რამდენიმე წელია პირველ მატჩზე ენერგია აქვთ, მეორეზე ნახევარი ენერგიაღა რჩებათ და მესამე მატჩზე საერთოდ ენერგიაგამოცლილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. იქნებ გააანალიზოთ ეს პრობლემა და გამოსავალიც გამოჩნდება.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
04 სექტემბერი 2017 11:42
1
ენერჯეიზერი დალიონ და მოემატებათ.
სხვა გუნდებს არ ელევათ ენერგია?
04 სექტემბერი 2017 12:41
1
შეეშვით ამ ზღაპრების მოყოლას, ერთადერთი მიზეზი ეს არის ტოტალიზატორი. სპორტი დღეს არის ძალიან დიდი ფული შოვნის საშუალება ტოტალიზატორებისათვის, ყველა ვხედავდით საქართველოს ნაკრები ბოლო ორი თამაში როგორ წვალობდა და ყველაპერს რომ აკეთებდა რომ წაეგო, ეს იყო დადგმული სპექტაკლი როცა გუნდი 10 დღით ადრე უგებს საბერძნეთს, სერბეთს, ლიტვას... და შემდეგ მარცხდება არაფრით გამორჩეულ გერმანიასთან და სუსტ უკრაინასთან. ტოტალიზატორებმა მოგება ნახეს თამაშამდე გაკეთებული ფსონებიდანაც და ლაივიდანაც როცა თამაშის მსვლელობისას ჩამორჩენას ვამცირებდით და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ მოვუგებდით. ნუ აბრალებთ ნურც მწვრთნელს და ნურც მოთამაშეებს, ზუროსმა თუ 10 დღის ინტერვალში სერბეთთან ლიტვასთან და საბერძნეთთან თუ სწორად ტაქტიკა არჩია გუშინ რა დაემართებოდა ვითომ. მწვრთნელმაც და მოთამაშეებმაც გააკეთეს ის რაც დაავალეს. ზოგადად ვისაც ტოტალიზატორთან შეხება აქვს მან იცის რომ როცა საშუალო დონის გუნდს მოაგებინებენ გრანდებთან მას შემდეგ აუცილებლად წააგებინებენ უსუტეს გუნდებთან, ამიტომ შემთხვევით არავინ არ მოგვაგებინებდა არც საბერძნეთთან არც სერბეთთან და არც ლიტვასთან. დიდი სპორტული შეჯიბრებები ეს არის დადგმული სპექტაკლი, მათ წინასწარ იციან ვინ უნდა გავიდეს ჯგუფიდან, ვინ ჩარჩეს, ვინ გახდეს გამარჯვებული. ამიტომ ტყუილად ნურც ზღაპრებს ყვებით და ნურც ნერვებს მოიშლით აზრი არ აქვს რადგან როგორც გადაწყვეტს ამ სპექტაკლის რეჟისორი ისეც მოხდება. ხომ ხედავთ უკვე სანამდე მივიდა სპორტი ტოტალიზატორების გადამკიდე რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები შინ ლუქსემბურგს გოლს ვერ უტანს და ფრეს ეთამაშება
megre
04 სექტემბერი 2017 11:39
10
მომკალით და მეც ვიფიქრე ტოტალიზატორის ჩარევაზე ამ ამბავში... სცენარი ასეა ყოველ შემთხვევაში, ოღონდ ყველა არ იყო ამ "კეთილი" საქმის ყურში (სუბიექტური აზრი)
g.v.g.
04 სექტემბერი 2017 14:41
2
ვგრძნობ, ზუროსსა და ფაჩულიას შორის ყველაფერი ვერაა რიგზე!
zurab
04 სექტემბერი 2017 11:09
0
მეც შევამჩნიე. მგონი ფაჩულია ტრენერობას უმიზნებს და ამაში გუნდს სწირავს დღეს, ზუროსს ლახვარს სცემს ზურგში.
ეს ზანტი და მოუქნელი.
04 სექტემბერი 2017 13:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული