ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში მეოთხე შეხვედრას ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თელ-ავივში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია - ორივე გუნდს თითო მოგება და ორ-ორი წაგება აქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისრაელში გამოსვლა ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი გერმანიასა და უკრაინასთან წააგო.

თუკი დღეს ილიას ზუროსის გუნდი ისრაელს დაამარცხებს, პლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს, წაგების შემთხვევაში კი მერვედფინალში გასვლის შანსი მინიმუმამდე მცირდება. ეს
კარგად ესმით ქართველ კალათბურთელებს. ისიც იციან, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, აუცილებელია, შეხვედრას ნათელი გონებითა და დიდი ენერგიით შეხვდნენ.

გუშინ, საღამოს 20:30 საათზე (ისრაელის დროით), საქართველოს ნაკრებმა "თელ-ავივ არენაზე" ივარჯიშა. ჩვენი გუნდის კალათბურთელები მეტად ხალისიანად ეკიდებოდნენ საქმეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გერმანიასთან და უკრაინასთან წაგებები დავიწყებული აქვთ (დროებით მაინც) და ისრაელთან მატჩს სათანადოდ მომზადებულები ხვდებიან.

რაც შეეხება ენერგიას, ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ერთდღიანი დასვენება გუნდისთვის აუცილებელი იყო, ძალებიც მეტ-ნაკლებად კარგად აღიდგინეს, რაც ისრაელთან მატჩში უნდა დაეტყოს კიდეც. მწვრთნელი, ილიას ზუროსი კი სიურპრიზებს დაგვპირდა. რა სიურპრიზები იქნება, დღეს ვნახავთ.

- ილიას ზუროსი: ისრაელს ამის უფლება არ უნდა მივცეთ...
- კასპი: საქართველოსთან იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია

საქართველოს ნაკრები
N მოთამაშე ასაკი სიმაღლე კლუბი
3. მაიკლ დიქსონი 27 186 სტრასბურგი
4. გიორგი გამყრელიძე 31 185 ტიტები
6. ანატოლი ბოისა 33 194 ქუთაისი
7. ზაზა ფაჩულია 33 211 გოლდენ სტეიტი
8. გიორგი ცინცაძე 31 193 ქუთაისი
9. გიორგი შერმადინი 28 216 უნიკახა
10. დუდა სანაძე 25 196 თავისუფალი აგენტი
11. მანუჩარ მარკოიშვილი 30 196 რეჯიო ემილია
17. მიხეილ ბერიშვილი 30 203 დინამო
23. თორნიკე შენგელია 25 207 ბასკონია
35. გოგა ბითაძე 18 212 მეგალექსი
99. ილია ლონდარიძე 27 205 დინამო.

მთავარი მწვრთნელი: ილიას ზუროსი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Chveni gundi rasac 7 kacit aketebs namdvilad dasafasebelia da sjobs gavamxnevot bichebi da kargi iqneba satadarigiebsac tu micems cota dros londaridze da beridhvili xandaxan maic unda gamoiyenos mwvrtnelma da energiac daizogeba. Warmatebebi bichebs
Gioo
05 სექტემბერი 2017 17:34
0
გადით საქართველოსთვის და მოიგეთ! იცოდეთ, რომ თამაშის დროს მთელი ქვეყანა თქვენს გვერდითაა!
Barba
05 სექტემბერი 2017 17:28
0
წინ,ძმებო.
balski
05 სექტემბერი 2017 15:52
0
სიმამაცე და აგრესიულობა პირველი წუთებიდან.რომ მასპინძლებს დაეუფლოს შიშის სინდრომი.მთელი საქართველო თქვენთან არის.დღეს არც ფეხბურთი გვაინტერესებს.
ექიმი-ქუთაისელი
05 სექტემბერი 2017 15:37
0
მიდით ბიჭებო მიაწექით, მთავარია სულით და გულით ითამაშოთ და ამას ხალხი ყოველთვის ხედავს და აფასებს. ბოლომდე იბროლეთ დასაკარგი არაფერი გვაქვს...
ირაკლიუსი
05 სექტემბერი 2017 12:12
0
როცა აუცილიბელი ხდება,ჩვენი ბიჭები გმირები ხდებიან.დღესაც გავიმარჯვებთ.ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
სოსო
05 სექტემბერი 2017 11:15
0
ცინცაძე თა არ იქნება მოვიგებთ.
სოსო
05 სექტემბერი 2017 11:06
5
დარსაძე ვინაა?
fraternity
05 სექტემბერი 2017 14:51
0
სეხნიავ,თუ ცინცაძე არ იქნება,გარანტირებული წაგებაა,თუნდაც იმიტომ,რომ დიქსონი 40 წუთს ვერ გასძლებს.ცინცაძეც,დარსაძეც,დიქსონიც უხეშ შეცდომებს 90% ში გადაღლილობის ფონზე უშვებენ.შენ ეტყობა გერმანია ისრაელის თამაში არ გინახავს,ბოლო პერიოდში რას აკეთებდა შრიოდერი,ჩვენი გამამწარებელი,დეგენერატობებს,მით უმეტესი,რომ მეტნაკლებად ასვენებდნენ კიდეც,მაგრამ ჩვენთან დაგროვილმა დაღლილობამ იქ იჩინა თავი.დღეს დარწმუნებული ვარ,ზუროსი რეზერვის ბიჭებს უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს,თუ ისინი კარგად შევიდნენ თამაშში,ხომ კარგი,თუ არა და ძირითადის ბიჭები სულს რომ მოითქვამენ,უფრო მეტს შესძლებენ დანარჩენ დროში.რეზერვის იმედი მაქვს,დაცვაში მაინც კარგად ითამაშებენ,ისევე როგორც მოსამზადებელ პერიოდში.ღმერთი ჩვენსკენ,მაგრამ მსაჯი მათკენ იქნება და ვნახოთ ვინ ვის აჯობებს.
სოსო
05 სექტემბერი 2017 11:27
0
ეს თამაში იმ ქართველი ქომაგების პატივსაცემად მაინც მოიგეთ, რომლებსაც ისრაელის მესაზღვრეების მხრიდან ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ფასად მოუწიათ მანდ ჩამოსვლა.
წინ საქართველო!
05 სექტემბერი 2017 10:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული