კასპი: საქართველოსთან იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია

AutoSharing Option
4 სექტემბერს, ღამით, ქართველი კალათბურთელები დარბაზში სავარჯიშოდ რომ შევიდნენ, მოედანზე ისრაელის ნაკრები დახვდათ. მათი მეფარე რიჩარდ ჰოუელი არ ვარჯიშობდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და წვრთნის ბოლოს მოედნის ცენტრში კოჭლობით მივიდა.

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

ამის მიზეზით რომ დავინტერესდი, ჰოუელმა სიცილით გვითხრა - ასეთი სიარული მაქვსო. საქართველოს ნაკრებზე კი ეს თქვა:

"ჩვენს მეტოქეს კარგად ვიცნობთ, ტანმაღალი და ხარისხიანი კალათბურთელები ჰყავს, მაგრამ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ. ჩვენც გვაქვს ჩვენი პლუსები და ვეცდებით, ბოლომდე კარგად გამოვიყენოთ".

ისრაელის ნაკრების ლიდერმა,
"გოლდენ სტეიტში" ზაზა ფაჩულიას მომავალმა თანაგუნდელმა ომრი კასპიმ დღევანდელი მატჩის შემდეგ მოკლედ თქვა:

"ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ამ შეხვედრის შედეგს ორივესთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დიდი ბრძოლა იქნება. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ასეთი გამოცდილი გუნდის დამარცხება იოლი არაა. წარმატების მისაღწევად იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხ რას უშვება უკრაინას ლიტვა უკვე მრცხვენია
სამშობლო
18:04 05-09-2017
0
ახლა რუსეთ ლატვიას ვუყურე.რუსეთი 12 ქულს უგებდა,მაგრამ მესამე მეოთხედში ლატვიამ გაუთანაბრა,მეოთხეში კი 15 ქულა კიდევ დაუმაყეს და ასე მოუგეს.ეს ჰო,მაგრამ რუსი კომენტატორი...რა იქნება ჩვენებსაც ასე მიჰყავდეთ,მოზომოლო ემოციით,თან საგნის ცოდნით და თან ობიექტურად.
სოსო
17:30 05-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული