ზაზა ფაჩულია: ბევრმა ვერ გამიგო

AutoSharing Option
უკრაინასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

"დიპლომატიური ვიქნები და გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ: "ჯიგრით". სამწუხაროდ, ასეთ დონეზე ეს საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, ცოდნა, უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოგებაში დაგეხმარება. ეს არის და ეს.

სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში ჩვენ პატ
არა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვინდა, ისევ "ჯიგრით" მოვიგოთ. ეს ძალიან რთულია ისეთ გუნდებთანაც კი, როგორიც უკრაინაა. ეს ელიტარული ნაკრები არ გახლავთ, მაგრამ რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, ე.ი. კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როდესაც კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა. 40 წუთის განმავლობაში არ მიაქცევ ყურადღებას ისეთ დეტალებს, რომლებიც მატჩს გაგებინებს.

საერთოდ, ქართულ სპორტში სანამ ამ დეტალებს ყურადღება არ დაეთმობა, მანამდე წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. რაღაც მონდომებით შეიძლება ქომაგს სიურპრიზი შესთავაზო ან 2 თამაში მოიგო. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა მედლამდე მივიდეთ, ჩემპიონები გავხდეთ ან ფინალში ვითამაშოთ, ამას მარტო მონდომებით გარჯა არ შველის. ამ ყველაფერს კალათბურთის თამაშის ცოდნა უნდა, ორივე მხარეს, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. სამწუხაროდ, ეს არის მწარე სიმართლე და რეალობა და ამას ყურადღება უნდა მიექცეს".

მისმა ამ ნათქვამმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სწორედ ამიტომ გუშინ მან განმარტება გააკეთა:

"ჩემს კომენტართან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა მოვისმინე. ბევრმა არასწორადაც გაიგო, ამიტომ, ვფიქრობ, უმჯობესია, დავაკონკრეტო. არასოდეს დავუშვებ, რომ ჩემს ძმებს, ჩემს თანაგუნდელებს შეურაცხყოფა ვაკადრო. მჯერა მათი პროფესიონალიზმის, ადამიანობის და ვაჟკაცობის.

საქართველოს ნაკრები ერთი გუნდია, ერთი საქმისთვის და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ვიცი, რომ ცოდნა გვაქვს, ბევრი შეგვიძლია და სწორედ იმიტომ ვთქვი - ეს ცოდნა და შესაძლებლობები კარგად გამოვიყენოთ. ასე რომ, ვისთვისაც გაუგებარი იყო, ვიმედოვნებ, ახლა გასაგები იქნება.

რთულ სიტუაციაში ვართ, ისრაელთან მოგება აუცილებლად გვჭირდება და გვინდა რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, მაქსიმალური მხარდაჭერა და ერთიანობა. ბევრს ვმუშაობთ და იმედი მაქვს, შრომა დაფასდება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

კალათბურთი სპორტია, არის მოგებებიც, წაგებებიც, მაგრამ ერთი რამ არის მთავარი - ყოველთვის გვეამაყება ნაკრებში თამაში და ყოველთვის მოსაგებად გამოვდივართ მოედანზე".

ბოლოს, რაც შეეხება ისრაელთან თამაშს:

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

"ჩვენი მეტოქე ისრაელია, ძლიერი გუნდი, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობს. მძიმე შეხვედრა იქნება, მით უმეტეს, რომ წინა თამაში (გერმანიასთან) თავის სასარგებლოდ დაასრულეს და ამჯერადაც მოგებისთვის გამოვლენ.

ენერგია, ცოდნა, გამოცდილება... ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მატჩში უნდა ჩავდოთ. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 31 /
ზაზა შენი დიდი იმედი გვაქ ბევრია შენზე დამოკიდებული
geo
05 სექტემბერი 2017 12:19
0
ალ სტარის ხმის მიცემის შემდეგ კალათურთის ამერიკელი ჟურნალისტები და ექსპერტები ხუმრობდნენ ფაჩულიამ იმდენი ხმა მიიღო თავის ქვეყანაში პრეზიდენტად არჩევა რომ მოინდომოს უეჭველი აირჩევენო...ხიდა ეტყობა ამას გაუჩნდა ზოგიერთი "დიდი ქართველი სპორტსმენივით" პოლიტიკოსობის ამბიცია, რატომაც არაო?! სიმაღლე და საუბარი კი მიწყობს ხელსო, ლ-საც კარგად ვამბობო...მოკლედ მეტზე აღარ განვევრცობი თორემ დაბლოკავს ადმინისტრატორი ამ პოსტს. ეხლა ვინც რაც უნდა ისე შეაფასოს მაგრად არ მაინტერესებს! წადი ფაჩუ გოლდენში და დააყენე თამაშში ერთი ორი ბლოკი, მეტის თავის შენ აღარ გქონია. ტურნირის დაწყებამდე დავწერე მაგას ევროს თამაში არ უნდათქო იმიტომ რომ "გაბლატავდა", ხოდა გამოხტა სიტყვით პროფესორი. მანამდე რა არ იცოდი ფაჩუ ეგრე რომ იყო?! არც დურანტი იყო გუნდში და კარი?! უკრაინელემა გაგინათლეს გონება?
პაატა
05 სექტემბერი 2017 14:59
11
ზაზას მართლა ძალიან დიდი ამბიციები აქვს, თანაც სრულიად უსაფუძვლო. ის რომ "გოლდენ სტეიტ"-ის შემადგენლობაშია, 99% მისი აგენტის დამსახურებაა. ამ გუნდში მე-12-ე მოთამაშედ ნებისმიერი საშუალო დონის კალათბურთელი "გაქაჩავს". საერთოდ, უნდა იცოდეს, კაპიტანზე ბევრია დამოკიდებული და მწვრთნელის დასაყრდენია, თუმცა ზაზა ფაჩულიას სურს რომ მწვრთნელსაც არ მოუსმინოს და მისგან რჩევებს და ჭკუის დარიგებას არ კადრულობს. ეს რამდენჯერმე გამოჩნდა. კაპიტანი გუნდს უნდა კრავდეს, სხვებს საჯაროდ არ უნდა აკრიტიკებდეს და გადაბრალებით არ უნდა იყოს დაკავებული. ჩემი აზრით, კაპიტანი სხვა უნდა იყოს. ალბათ ყველაზე მეტად ეს ფუნქცია მარკოიშვილს შეეფერება.
ირაკლი
05 სექტემბერი 2017 16:31
4
ზაზამ ყველაზე წარმატებულმა ქართველმა კალათბურთელმა სრული სიმართლე თქვა მაგრამ სიმართლის მთქმელს ბევრი ეგრევე აკრიტიკებს მითუმეტეს საქართველოში.
ლიტვის კალათბურთი $300 მილიონით ფინანსდება ყოველ წლიურად ქართული კალათბურთი $3 მილიონით. ლიტვას 25000 კალათბურთელი ყავს ჩვენ 900.
უკრაინის,იზრაილის და იტალიის მონაცემები არ ვიცი ალბათ იმათაც შთამბეშტავი ციფრები ექნებათ. ღრუბლებში ფრენა კარგია მაგრამ მხოლოდ სიზმარში.
დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს მე მათი ძალიან მეამაყება.
ფეოლა ფოთი
05 სექტემბერი 2017 13:15
5
რისი თქმა გინდა? რამე შეიცვალა ამ 1 კვირაში? მაგ ყველაფრის ფონზე არ იყო ეიფორია და მედლების მოლოდინი?
1
05 სექტემბერი 2017 13:48
0
ზაზამ მეტი უნდა იმუშაოს 3 წამიანში და არა ისე ითამაშოს როგორც ნბა-ში.იქ სხვები აკეთებენ ქულებს, აქ კი თვითონ უნდა გააკეთოს.თანაც სათქმელი პირდაპირ უნდა თქვას,თორემ ურემი რომ გადაბრუნდება, მერე.............
ჯუბა
05 სექტემბერი 2017 15:25
0
აკადემიასაც მიაქციე ზაზა ცოტა ყურადღება, ჩაიხედე შიდა სამზარეულოში, მიხედე თორემ იცოდე რაღაც მოხდება და ვიღაცაები ცუდად შეეწირებიან მაგ სიტუაციას, რაც იქ ხდება
Zaza
05 სექტემბერი 2017 15:23
1
შეიძლება ზაზა არ იყოს უმაღლესი დონის სპორტსმენი,მაგრამ ის მუდამ იქნება უმაღლესი დონის სპორტული სულის პატრონი (სამწუხაროდ ერთადერთი საქართველოში)
oto
05 სექტემბერი 2017 13:53
5
ცამდე მართალიც,რომ იყოს არ გამოუვიდა ლამაზად. თან ჩასაფრებულ „სასტავებს“ სალაპარაკო მიეცათ. პატარა მინაწერი იყო საჭირო ეს რათქმა უნდა მეც მეხებაო და ხმის ამომღები ვერ იყო ვერავინ. ზემოთ ნახსენები „სასტავები“ დარწმუნებული ვარ დღესაც წაგებას ნატრულობდნენ, რომ მორიგი ბოღმა გადმოენთხიათ. რა გინდათ რამ გაგაბოროტათ? კონკრეტულად ფაჩულიაზე გეტყვით - 1.თითქმის სამი თვეა არ უთამაშია. 2.ბოლო ერთი წელია თამაშობს იმისგან სრულიად განსხვავებულ კალათბურთს რაც დღესდღეობით ჩვენ ნაკრებს ჭირდება. და რაც მთავარია არ არის ლიდერი. მისგან არავინ არ მოითხოვს მატჩის ბედია გადაწყვეტას. 3.მოსამზადებელ პერიოდში მაშინ როდესაც ადაპტაცია უნდა გაევლო გუნდში და უნდა გაეხსენებინა ის რაც სჭირდება ნაკრებს და არა „GS“-ს დაიმტვრა და ეხლა უწევს ძველი თავისი ფუნქციების გახსენება. 4.ჯიგარს რაც შეეხება ნაკრებს წაუგია, მაგრამ მისი და საერთოდ მთელი გუნდის უჯიგროდ ჩატარებული მატჩი მე არ მახსოვს. ამ ევროპაზე ჯიგარი არაფერ შუაშია, ფსიქიკაშია საქმე. ალბათ ლიტვის მერე უკვე ნახევარფინალზე და შესაძლოა ფინალზეც ფიქრობდნენ. ამას კიდევ ფსიქოლოგი სჭირდება რაც მთლიანად ჩვენი სპორტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. 5.ფაჩულიაზე კი რა გულზე სკდებით. ვინმე დაჩაგრა, გზაზე გადაეღობა, მოატყუა გადააგდო თუ რა ქნა? თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და გაეშვიიით!!! ნუ სკდებით გულზე!!! ერთი მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყოდა უარს მილიონებზე ტიტულის სანაცვლოდ. სათქმელი ბევრია ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. ფაჩულიას და განსაკუთრებით ცინცაძეს რომ მოსდგნენ, მაგათ ეზოშიც კი არა აქვთ ნათამაშები თორემ ეცოდინებოდათ როგორია დაჭიმულობის(ჩვენ რომ ნაღრძობს ვეძახით) მერე ორ დღეში არათუ ევროპაზე თამაში არამედ ქუჩაში გასვლაც კი. აუუ ამდენი სკოლის მერე არ მიწერია, მაგრამ ძალიან მომიშალეს ნერვები ეს დღეები.
გ.ბ.
06 სექტემბერი 2017 03:49
0
რაც ჩამოთვალე ფაჩულიაზე გეთანხმები, ცინცაძეზეც, შესაბამისად მაგ ყველაფრის გამო არ უნდა თქვას ზაზამ რაც თქვა და ცინცაძემ კიდევ უფრო ცოტა დრო უნდა დაყოს მოედანზე
???
06 სექტემბერი 2017 17:06
0
გ.ბ.სწორედ მაგას ვწერდი მეც,მაგრამ ამათ არაფრის დანახვა და არაფრის გაგება არ უნდათ.დიდოსტატის მარჯვენიდან მახსენდება მეფე გიორგის სიტყვები:საკმარისია გამოჩნდეს ვინმე ღირსეული,რომ დავეხვევით ყველა ყვავ ყორანივით,მანამ არ მოვისვენებთ,სანამ მასაც ჩვენსავით არ ამოვსვრით და მერე მოვისვენებთ,ისიც ჩვენსავით ტალახიანი არარაობააო.იქ სინამდვილეში სხანაირად სწერია,გაცილებით კარგად,მაგრამ იქაც ლაპარაკი გამორჩეულის და უკეთესის განადგურებაზეა და შემდეგ ისევ რომ ვნატრობთ ახალ გმირს,იმაზე.
სოსო
07 სექტემბერი 2017 15:57
0
ორი კვირის წუნ უცხოელი ჟურნალისტის კითხვაზე ელიტაში როდის შეხვალთო რა უპააუხე ზაზა ძმურად ა????უკვე ელიტაში ვართო არ უთხარი??? როდის თქვი სუმართლე მაშინ თუ ეხლა???ბოისა, გამყრელიძე და კიდევ რანდენიმე კალათბურთის უმაღლეს დინეზე მთამაშებლები რომ არ იყვნენ ჩვენ ყველამ ვიცოდით, შენ ეხლა გაიგე? ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რატო ემართება უმეტესობა ჩვენს წარნატებულ სპოეტსმენს "პროფესორობის" სინდრომი? კალაძის "პულკაში" გადასვლა გინდა ეტყობა
ზაზას
05 სექტემბერი 2017 15:13
7
ჩვენ ხომ ზომიერ საქმიან კრიტიკას ვერ ვიტანთ, ქართველები...
ზაზას
05 სექტემბერი 2017 14:55
1
თავიდანვე ეტყობოდა გუნდს ლიტვის თამაშის მერე რომ შიდა სამზარეულოში რაღაც ხდებოდა, და გამოჩდა კიდეც კაპიტნის ნათქვამში, რომ თამაში არ იციან ბიჭებმა და ყველაფერი მათი ბრალია,ეტყობა ამ ევროპის მერე აღარ ითამაშებს ან აპირებს ნაკრებიდან წასვლას სათქმელი თქვა რასაც ადრეც ფიქრობდა ალბად ბიჭებზე ესე
ზუზუ
05 სექტემბერი 2017 14:16
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული