ზაზა ფაჩულია: ბევრმა ვერ გამიგო

AutoSharing Option
უკრაინასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

- საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

"დიპლომატიური ვიქნები და გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამაშობთ: "ჯიგრით". სამწუხაროდ, ასეთ დონეზე ეს საკმარისი არაა. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, ცოდნა, უნდა მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოგებაში დაგეხმარება. ეს არის და ეს.

სამწუხაროდ, ბოლო მატჩებში ჩვენ პატ
არა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვინდა, ისევ "ჯიგრით" მოვიგოთ. ეს ძალიან რთულია ისეთ გუნდებთანაც კი, როგორიც უკრაინაა. ეს ელიტარული ნაკრები არ გახლავთ, მაგრამ რადგან ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, ე.ი. კარგი გუნდია. ასე დაისჯები ყოველთვის, როდესაც კალათბურთს პატივს არ სცემ და არ ითამაშებ ისე, როგორც საჭიროა. 40 წუთის განმავლობაში არ მიაქცევ ყურადღებას ისეთ დეტალებს, რომლებიც მატჩს გაგებინებს.

საერთოდ, ქართულ სპორტში სანამ ამ დეტალებს ყურადღება არ დაეთმობა, მანამდე წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. რაღაც მონდომებით შეიძლება ქომაგს სიურპრიზი შესთავაზო ან 2 თამაში მოიგო. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა მედლამდე მივიდეთ, ჩემპიონები გავხდეთ ან ფინალში ვითამაშოთ, ამას მარტო მონდომებით გარჯა არ შველის. ამ ყველაფერს კალათბურთის თამაშის ცოდნა უნდა, ორივე მხარეს, როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. სამწუხაროდ, ეს არის მწარე სიმართლე და რეალობა და ამას ყურადღება უნდა მიექცეს".

მისმა ამ ნათქვამმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სწორედ ამიტომ გუშინ მან განმარტება გააკეთა:

"ჩემს კომენტართან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა მოვისმინე. ბევრმა არასწორადაც გაიგო, ამიტომ, ვფიქრობ, უმჯობესია, დავაკონკრეტო. არასოდეს დავუშვებ, რომ ჩემს ძმებს, ჩემს თანაგუნდელებს შეურაცხყოფა ვაკადრო. მჯერა მათი პროფესიონალიზმის, ადამიანობის და ვაჟკაცობის.

საქართველოს ნაკრები ერთი გუნდია, ერთი საქმისთვის და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ვიცი, რომ ცოდნა გვაქვს, ბევრი შეგვიძლია და სწორედ იმიტომ ვთქვი - ეს ცოდნა და შესაძლებლობები კარგად გამოვიყენოთ. ასე რომ, ვისთვისაც გაუგებარი იყო, ვიმედოვნებ, ახლა გასაგები იქნება.

რთულ სიტუაციაში ვართ, ისრაელთან მოგება აუცილებლად გვჭირდება და გვინდა რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, მაქსიმალური მხარდაჭერა და ერთიანობა. ბევრს ვმუშაობთ და იმედი მაქვს, შრომა დაფასდება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ.

კალათბურთი სპორტია, არის მოგებებიც, წაგებებიც, მაგრამ ერთი რამ არის მთავარი - ყოველთვის გვეამაყება ნაკრებში თამაში და ყოველთვის მოსაგებად გამოვდივართ მოედანზე".

ბოლოს, რაც შეეხება ისრაელთან თამაშს:

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

"ჩვენი მეტოქე ისრაელია, ძლიერი გუნდი, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობს. მძიმე შეხვედრა იქნება, მით უმეტეს, რომ წინა თამაში (გერმანიასთან) თავის სასარგებლოდ დაასრულეს და ამჯერადაც მოგებისთვის გამოვლენ.

ენერგია, ცოდნა, გამოცდილება... ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მატჩში უნდა ჩავდოთ. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 31 /
უკრაინასთან ფაჩულიამ ორი ისეთი გარბენი გააკეთა თანაც გადამწყვეტ მომენტში,რომ ნბა ს მოთამაშეს ნამდვილად არ ეკადრება.ამიტო ასეთ მენტორულ,ჭკვიანურ ლაპარაკს თავი დაანებოს.განსაკუთრებით არ მომეწონა ლიტვასთან ბოლო წუთშესვენების ჩატარება თვითონ რომ გადაწყვიტა და ზუროსს ახლოს არ უშვებდა.ამიტომაც კინაღამ წავაგეთ.გოლდენ სტეიტის ვარსკვლავების წყალობით ნბა ს ჩემპიონი რომ გახდა მე მგონი თავის დამსახურება ჰგონია.
ცოტა თავმდაბლობა ჯობია
06 სექტემბერი 2017 15:45
2
მაგ ორიდან ერთი იქვე გამეორებაზე გამოჩნდა,რომ გარბენი არ იყო და ტყუილად დაუსტვინეს.
სოსო
07 სექტემბერი 2017 15:43
0
ცამდე მართალიც,რომ იყოს არ გამოუვიდა ლამაზად. თან ჩასაფრებულ „სასტავებს“ სალაპარაკო მიეცათ. პატარა მინაწერი იყო საჭირო ეს რათქმა უნდა მეც მეხებაო და ხმის ამომღები ვერ იყო ვერავინ. ზემოთ ნახსენები „სასტავები“ დარწმუნებული ვარ დღესაც წაგებას ნატრულობდნენ, რომ მორიგი ბოღმა გადმოენთხიათ. რა გინდათ რამ გაგაბოროტათ? კონკრეტულად ფაჩულიაზე გეტყვით - 1.თითქმის სამი თვეა არ უთამაშია. 2.ბოლო ერთი წელია თამაშობს იმისგან სრულიად განსხვავებულ კალათბურთს რაც დღესდღეობით ჩვენ ნაკრებს ჭირდება. და რაც მთავარია არ არის ლიდერი. მისგან არავინ არ მოითხოვს მატჩის ბედია გადაწყვეტას. 3.მოსამზადებელ პერიოდში მაშინ როდესაც ადაპტაცია უნდა გაევლო გუნდში და უნდა გაეხსენებინა ის რაც სჭირდება ნაკრებს და არა „GS“-ს დაიმტვრა და ეხლა უწევს ძველი თავისი ფუნქციების გახსენება. 4.ჯიგარს რაც შეეხება ნაკრებს წაუგია, მაგრამ მისი და საერთოდ მთელი გუნდის უჯიგროდ ჩატარებული მატჩი მე არ მახსოვს. ამ ევროპაზე ჯიგარი არაფერ შუაშია, ფსიქიკაშია საქმე. ალბათ ლიტვის მერე უკვე ნახევარფინალზე და შესაძლოა ფინალზეც ფიქრობდნენ. ამას კიდევ ფსიქოლოგი სჭირდება რაც მთლიანად ჩვენი სპორტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. 5.ფაჩულიაზე კი რა გულზე სკდებით. ვინმე დაჩაგრა, გზაზე გადაეღობა, მოატყუა გადააგდო თუ რა ქნა? თავისი შრომით მიაღწია ყველაფერს და გაეშვიიით!!! ნუ სკდებით გულზე!!! ერთი მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყოდა უარს მილიონებზე ტიტულის სანაცვლოდ. სათქმელი ბევრია ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. ფაჩულიას და განსაკუთრებით ცინცაძეს რომ მოსდგნენ, მაგათ ეზოშიც კი არა აქვთ ნათამაშები თორემ ეცოდინებოდათ როგორია დაჭიმულობის(ჩვენ რომ ნაღრძობს ვეძახით) მერე ორ დღეში არათუ ევროპაზე თამაში არამედ ქუჩაში გასვლაც კი. აუუ ამდენი სკოლის მერე არ მიწერია, მაგრამ ძალიან მომიშალეს ნერვები ეს დღეები.
გ.ბ.
06 სექტემბერი 2017 03:49
0
გ.ბ.სწორედ მაგას ვწერდი მეც,მაგრამ ამათ არაფრის დანახვა და არაფრის გაგება არ უნდათ.დიდოსტატის მარჯვენიდან მახსენდება მეფე გიორგის სიტყვები:საკმარისია გამოჩნდეს ვინმე ღირსეული,რომ დავეხვევით ყველა ყვავ ყორანივით,მანამ არ მოვისვენებთ,სანამ მასაც ჩვენსავით არ ამოვსვრით და მერე მოვისვენებთ,ისიც ჩვენსავით ტალახიანი არარაობააო.იქ სინამდვილეში სხანაირად სწერია,გაცილებით კარგად,მაგრამ იქაც ლაპარაკი გამორჩეულის და უკეთესის განადგურებაზეა და შემდეგ ისევ რომ ვნატრობთ ახალ გმირს,იმაზე.
სოსო
07 სექტემბერი 2017 15:57
0
რაც ჩამოთვალე ფაჩულიაზე გეთანხმები, ცინცაძეზეც, შესაბამისად მაგ ყველაფრის გამო არ უნდა თქვას ზაზამ რაც თქვა და ცინცაძემ კიდევ უფრო ცოტა დრო უნდა დაყოს მოედანზე
???
06 სექტემბერი 2017 17:06
0
ჩემი აზრით ბიჭებმა ფორმის პიკს ამხანაგურ თამაშებში და ლიტვასთან მიაღწიეს და ამის შემდგომ გადაიწვნენ. ძნელია შვიდი კაცით მოკლე პერიოდში ამხელა მარათონის გავლა. რას იზამ სკამი გვაქვს მოკლე!
თემური
05 სექტემბერი 2017 21:42
0
სიმართლე უნდა ითქვას. ზაზა მართალია,მარტო ჯიგრით ვერ მოიგებ. გუნდში რაღაც ხდება და წაგების ზაზაზე გადაბრალება არ არის სწორი. გაბლატავდაო რომ წერთ ესეც არ მიმაჩნია სწორად. ზაზა არის დიდი სპორტსმენი და დიდი ადამიანი. ის იმსახურებს დაფასებას.
დიტო
05 სექტემბერი 2017 17:23
2
მართალს იძახის ზაზა, ლიტვის მერე მოიშალა გუნდური თამაში და ძალიან ერთფეროვანი გახდა, ქვეცნობიერად განეწყვნენ რომ მსგვს გუნდებს უკვე ისედაც გადაუვლიდნენ ეს კი არ გამოვიდა და უკვე ვეღარ დაბრუნდნენ თამაში, თუ ჯგუფიდან გავედით შეიძლება ეს ჩავარდნა კარგიც იყოს ბევრი დასვკნა გამოიტანონ.
ნიკო
05 სექტემბერი 2017 17:22
0
მე ვფიქრობ რომ ფაჩულიამ ამ კომენტარის გაკეთების მერე ბიჭებს ბოდიში უნდა მოუხადოს,კაცი რომელიც გუნდის კაპიტანია ესეთ რაღაცას როგორ იძახი გუნდის წევრებზე, ყველა თავდაუზოგავი თამაშობს და ეს ვითომდა პროფესიონალი რომელმაც ორი ნაბიჯის გაკეთება არ იცის სხვებზე ლაპარაკობს, ალბად ბიჭები მოგთხოვენ მაგაზე პასუხს იმედია მაგრამ ჯერ მაგის დრო არ არის
ზუზუ
05 სექტემბერი 2017 16:27
19
გეთანხმები ზაზა. დიახ, წარმატებას აღწევს ის ვინც ცოდნას გზას მისცემს და გამოიყენებს.რუსთაველიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებს საამაყო, გონიერი ადამიანი ხარ!!!!!!!!!!!!!
tariel k.
05 სექტემბერი 2017 15:34
4
ზაზამ მეტი უნდა იმუშაოს 3 წამიანში და არა ისე ითამაშოს როგორც ნბა-ში.იქ სხვები აკეთებენ ქულებს, აქ კი თვითონ უნდა გააკეთოს.თანაც სათქმელი პირდაპირ უნდა თქვას,თორემ ურემი რომ გადაბრუნდება, მერე.............
ჯუბა
05 სექტემბერი 2017 15:25
0
აკადემიასაც მიაქციე ზაზა ცოტა ყურადღება, ჩაიხედე შიდა სამზარეულოში, მიხედე თორემ იცოდე რაღაც მოხდება და ვიღაცაები ცუდად შეეწირებიან მაგ სიტუაციას, რაც იქ ხდება
Zaza
05 სექტემბერი 2017 15:23
1
ორი კვირის წუნ უცხოელი ჟურნალისტის კითხვაზე ელიტაში როდის შეხვალთო რა უპააუხე ზაზა ძმურად ა????უკვე ელიტაში ვართო არ უთხარი??? როდის თქვი სუმართლე მაშინ თუ ეხლა???ბოისა, გამყრელიძე და კიდევ რანდენიმე კალათბურთის უმაღლეს დინეზე მთამაშებლები რომ არ იყვნენ ჩვენ ყველამ ვიცოდით, შენ ეხლა გაიგე? ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რატო ემართება უმეტესობა ჩვენს წარნატებულ სპოეტსმენს "პროფესორობის" სინდრომი? კალაძის "პულკაში" გადასვლა გინდა ეტყობა
ზაზას
05 სექტემბერი 2017 15:13
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული