საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და 104:91 დაამარცხა

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის 22:21 სხვაობით წააგო, ხოლო მეორე პერიოდი ილიას ზუროსის შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ჩაატარეს.

ქართველებს სიზუსტემ აშკარად უმტყუნა, ასევე ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რაც საბოლოო ჯამში ებრალებემა მეორე პერიოდში სათავისოდ გამოიყენეს. თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ ებრაელებმა რამდენიმე "ნაჩუქარი" ბურთი ვერ ჩააგდეს - 27:26.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე პერიოდი საქართველომ ცუდად დაიწყო. ისევ იჩინა თავი უყურადღებობამ და უზუსტობამ. რამდენიმეჩვენებმა რამდენიმე მარტივი
ვერ ჩააგდეს.

63:53-ზე მასპინძლეთა კალათბურთელმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რაც მარკოიშვილმა მხოლოდ ერთ ქულად აქცია, შემდეგ კი ჩვენი შეტევა შენგელიამ ორი ქულათი დააგვირგინა, თუმცა ყველა ჩვენს შეტევას ებრაელები ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ.

პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოუმატა და პერიოდი კვლავ ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 20:21 წააგო.

მეოთხე პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დომინაციით წარიმართა. 77:77-ზე შერმადინმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და ისრაელი კვლავ წინ გავიდა, თუცმა ზუროსის შეგირდებმა მასპინძლები მაინც გატეხეს და წინ გაიჭრნენ.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86:87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი მოათავსა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით 89:87 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლეთა ლიდერმა ომრი კასპიმ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 89:89 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ოვერტაიმში შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 104:91 მოიგო.

ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 1:15

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
დაზუსტებით თუ იცის ვინმემ, ჯგუფიდან გასვლაზე, ჯერ ბურთების სხვაობა ითვლება თუ ურთიერთშეხვედრები? ანუ ჩვენ რო წავაგოთ და უკრაინამ მოიგოს რომელი გავა? და თუ გავედით რომელი ჯგუფის გამარჯვებულს ვხვდებით???
გიორგი
06 სექტემბერი 2017 10:06
0
თანაბარ ქულებზე უკრაინა გვჯობნის, ურთიერთშეხვედრებია მთავარი.
ვასილიჩი
06 სექტემბერი 2017 10:47
0
დღეს,რომ უარყოფითად ისაუბრებ ჩვენს მოთამაშეებზე შუბლის ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი.რომც ვერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე(არადა გავლენ)ბევრი სიამოვნება მოგვანიჭეს უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში.მოგება ლატვიასთან(ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი),ლიტვასთან(სახლში),საბერძნეთთან(სახლში),სერბეთთან,ისევ ლიტვასთან და ისრაელთან(სახლში).ამდენი მოგება მიჯრით როდესმე გახსენდებათ?ასეთ გრანდებზე გამარჯვება ბევრი გახსოვთ?ხოდა ნუ იქნებით უმადურები და ბიჭებს გულს ნუ გაუტეხავთ(ისინიც ეცნობიან ამ სტატუსებს).აფსუს სანიკიძე და ბურჯანაძე გვყოლოდა!
888
06 სექტემბერი 2017 10:03
0
ჭკუით გატენილი კომენტარები.შეთქმულება,მასონები,ტოტალიზატორი,კოდები,რუსები,ქუდები ბუები..კოლექტიური კაკულია გჭირთ ამ ხალხს?
დათო
06 სექტემბერი 2017 09:55
1
ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს.ლიტვას ვუგებთ .უკრაინასთან ვაგებთ და მერე ლიტვა იმავე უკრაინას ანადგურებს.არასტაბილური გუნდი ვართ.დღეს იტალია დაგვანახებს რა გუნდიც გვყავს სამწუხაროდ.
ლევანი
06 სექტემბერი 2017 09:46
9
ცინცაძე არ ათამაშოთ თორე არც ვუყურებ.
daviti
06 სექტემბერი 2017 09:27
3
ოპელი, რა ვერ გევიგე, იცით? წაგებაზე ქულა რატომ იწერება? ადრეც ასე იყო? მაგარი აბსურდია. ისლანდიამ ოთხივე თამაში წააგო და 4 ქულა აქვს. (კტო პალაჟილ?)
MARI XUANA
06 სექტემბერი 2017 08:58
0
რა ტოტალიზატორებო რის ტოტალიზატორებო უყუროთ ესპანეთი ხორვატია სერბეთის თამაშებს და ვნახავთ რა არის კალათბურთი. არადა უნდათ მაგრა იბრძვიან მარა თავს ზევით ძალა არაა რა იყო ეს გუშინ 17 დაკარგვა გვქონდა ისრაელის დონის გუნდთან. ისეთი რაღაცეები აკეთეს ბოლო 6 წამი რო იყო დარჩენილი იმას ვფიქრობდი ეხლა ბურთი არ ჩაჭრან და არ წავაგოთ მეთქი. მაგრამ მართლა მადლობის მეტი მართლა რა უნდა თქვა 13 წელია უკვე 7 კაცი თამაშობს ნაკრებში კალათბურთს
eh
06 სექტემბერი 2017 08:56
0
ამ თამაშის შემდეგ როგორც იქნა მივხვდი რისთვისაც წაიყვანა ზუროსმა ლონდარიძე...
ბიკა
06 სექტემბერი 2017 08:52
0
სუ ეგ იყო კადრში, იმენა მუხტია გუნდისთვის. ნახევარი დარბაზის გულშემატკივრობა მაგაზე მოდის.
zss
06 სექტემბერი 2017 10:56
0
ურიების იმედად ყოფნა დამღუპველია ჩვენი შანსი ისეთი თამაშია როგორიც დამატებით დროში იყო
sos
06 სექტემბერი 2017 08:51
1
ამ ყვავების ვერ გამიგია, სულ ვაივაის რომ იძახიან და აკაკუნებენ; ან ვის რას ამადლიან?!
არადა, იტალიას ჩვენ თუ მოვუგებთ და გერმანია ლიტვას, მეორეზე გავდივართ
იტალია ყველა ვარიანტში გასულია - თუ მოგვიგო, მესამე ადგილით, თუ არადა მეოთხით
ცოტა გამართლება გვინდა და ობიექტური(არა გუშინდელივით) მსაჯობა
მერაბი გ.
06 სექტემბერი 2017 08:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული