ევრობასკეტი 2017. 6 სექტემბრის კალენდარი: გადამწყვეტი ბრძოლა

AutoSharing Option
6 სექტემბერს ევრობასკეტი 2017-ის მეშვიდე სათამაშო დღე გაიმართება.

დღეს საქართველოს ნაკრები B ჯგუფში გადამწყვეტ შეხვედრას იტალიასთან ჩაატარებს.

იმისთვის, რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს, მოვლენები შემდეგნაირად უნდა განვითარდეს:

- საქართველო მოიგებს იტალიასთან და გავა პლეი-ოფში
- ისრაელი მოიგებს უკრაინასთან და ამ შემთხვევაში საქართველო, წაგების მიუხედავადაც, პლეი-ოფში გავა.

* თუ უკრაინა მოიგებს ისრაელთან და საქართველო წააგებს იტალიასთან, ჩვენი ნაკრები ჯგუფში ჩარჩება, რადგან თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჯერ ურთიერთშეხვედრებს ითვალისწინებენ, საქართველოს კი უკრაინასთან წაგებული აქვს.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, დღის ცენტრალური შეხვედრა
სლოვენია-საფრანგეთი იქნება. სლოვენია დაუმარცხებლად ასპარეზობს, საფრანგეთი კი მეორე ადგილზეა ჯგუფში.

6 სექტემბერი

A სლოვენია-საფრანგეთი 15:45
B გერმანია-ლიტვა 15:45
A საბერძნეთი-პოლონეთი 18:30
B საქართველო-იტალია 18:30
A ფინეთი-ისლანდია 21:45
B ისრაელი-უკრაინა 21:45
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მჯერა ჩვენი ბიჭების, იტალიასაც მოუგებთ. წარმატებები ბიჭებო.
geko
06 სექტემბერი 2017 14:35
0
ბატონო ავტორო - დღის ცენტრალური შეხვედრა საბერძნეთი - პოლონეთია. პირველი ადგილისთვის კი ლიტვა და გერმანიაც უპირისპირდებიან ერთმანეთს
zviadi
06 სექტემბერი 2017 12:31
0
sad chatardeba es tamashebi
giorgi
06 სექტემბერი 2017 12:04
0
თემქაზე. კინოთეატრ "სიხარულის" უკან, გაზის კანტორის ეზოში.
giorgi-s
06 სექტემბერი 2017 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული