ისრაელის ნაკრებს საქართველოსთან მარცხის შემდეგ სასტუმროში ნომრები გაუძარცვეს

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებს, რომელიც 5 სექტემბერს საქართველოსთან ოვერტაიმში 105:91 დამარცხდა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა.

ისრაელის ნაკრების კალათბურთელების სასტუმრო ოთახებში აღარც ფული იყო და აღარც საკრედიტო ბარათები.

ისრაელის ნაკრები, როგორც ყველა B ჯგუფის მონაწილე გუნდი, თელ-ავივში სასტუმრო "ჰილტონშია" გაჩერებული.

გაქურდულთა შორისაა ლიტვის ნაკრების მოთამაშე დონატას მოტეიუნასიც, რომელსაც 6000 ევრო მოპარეს და ასევე, ისრაელის ნაკრების წევრები: ფორვარდი ელიშაი კადირი, რომელმაც 1000 შეკელი
და 250 ევრო დაკარგა, მასპინძლების მცველ იოთამ ჰალპერინს საკრედიტო ბარათი, 200 შეკელი, 200 ევრო და ძვირფასი საათი მოპარეს.

გაქურდულია ისრაელის ნაკრების ვარსკვლავი ომრი კასპიც, რომლის დანაკარგიც ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიმდინარეობს გამოძიება: ამოწმებენ სასტუმროს თანამშრომლებსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს.
ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებს, რომელიც 5 სექტემბერს საქართველოსთან ოვერტაიმში 105:91 დამარცხდა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა


- ისრაელი-საქართველო 91:104 - ერთი ომიც! [VIDEO+PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
და რა? ყველა პრეტენზია სასტუმროსთან და მის უსაფრთხოების სამსახურთან. უგანდაში გაათავისუფლეს მძევლები და ცხვირწინ უძარცვავენ სტუმრებს?
giorgi
06 სექტემბერი 2017 21:07
0
ნაცებო რატო არ წერთ რომ ეს ისრაელის მთავრობის ბრალია? დააბრალეთ ჰა მთავრობას.
კოტე
06 სექტემბერი 2017 15:48
4
რაღა შენ და რაღა აქაური ერთად ერთი რუსეთუმე? ორივეს ერთნაირად გაჟრიალებთ, თუ ქოცად შენიღბული მსქროლავი რუსეთუმე არა ხარ? რაც მაგას ფრიად შესანიშნავად შეუძლია.
კოტეეე
06 სექტემბერი 2017 16:46
1
იქნებ შენი ზემლიაკები იყვნენ, მაგას რატომ გამორიცხავ?
მუდმივად ეგრევე ქართველებს რომ დაახტები ხოლმე?
პუტინზე გათხოვილო
06 სექტემბერი 2017 14:56
0
ქართველები ნამდვილად არ მოპარავდნენ, თუმცა ასეთი დონის სასტუმროში, როგორც "ჰილტონია"(ნომერი მინიმუმ 500 დოლარი ღირს) მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. გასაკვირია, ლიტველ დონატას მატეიუნასს 6 ათასი ევრო ნაღდი ფული რად უნდოდა. ამდენი ფული ბანკნოტების სახით რაში ჭირდებოდა. არც ის წერია, სეიფიდან მოიპარეს, თუ ჯიბეში ედო. მოკლედ, ბევრი რამ საეჭვოდ ჟღერს.
კოტე
06 სექტემბერი 2017 13:52
1
ეს შენთვის არის მეგობარო ბევრი ფული, თორე მოტეიუნასისთვის ჯიბის ფულია. 6 000 ევრო ნაღდი ფული რატომ ჰქონდაო- უნდოდა და ჰქონდა
გიო
06 სექტემბერი 2017 14:46
1
დაავადებაა უკვე სახელად ქვია საკუთარი ერის ლანღვა
ultranationalist
06 სექტემბერი 2017 12:57
0
და რატო ქართველი თვითონ ადგილობრივი არ იკადრებდა თუ რა.
zaza
06 სექტემბერი 2017 12:36
0
ქართველები მოპარავდნენ:)))))
tazo
06 სექტემბერი 2017 12:00
19
ვერ იცანი? მაგი მსქროლავი ძალით ქართველია.
ბმბ-ს
06 სექტემბერი 2017 15:09
1
თუ ქართველი ხარ, ჯობია დამალო, თუ არა და, ვინც გინდა იყავი
ბმბ
06 სექტემბერი 2017 13:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული