თორნიკე შენგელია: არ გვინდა, სხვებზე ვიყოთ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ისრაელთა მატჩის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი თავი ჩვენვე ჩავაყენეთ ასეთ სიტუაციაში და ჩვენვე უნდა გამოგვეყვანა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა, მაგრამ ვითამაშეთ ჯიგრით, ჭკვიანურად, გულით, ყველაფერი დავდეთ, რაც შეგვეძლო.

თავიდანვე ვთქვით, თამაში რომ მორჩებოდა, უნდა გვცოდნოდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოვიგებდით თუ წავაგებდით. მიუხედავად ამისა, არავის დაგვიშვია აზრად წაგება.

ძალიან ამაყი ვარ თანაგუნდელებით, გულშემატკივრებით... ნამდვილი გულშემატკივრებით, მინდა ხაზი გავუსვა ამას.

შევეცდებით, შემდეგი მატჩიც მოვიგოთ, რადგან არ გვინდა,
სხვებზე ვიყოთ დამოკიდებულები. გვინდა, ჩვენით გადავდგათ ეს ნაბიჯი სტამბოლისკენ", - თქვა შენგელიამ.

- fullbasket-მა თორნიკე შენგელია ევრობასკეტის მე-4 ტურის სიმბოლურში შეიყვანა
მკითხველის კომენტარები / 5 /
თორნიკე შენგელიამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ სხვებს სროლები არ წაუვიდათ.
მეტს მოველოდი მარკოიშვილისგან და ცინცაძესგან. ვერ აგდებდნენ კი არადა, არც ისროდნენ 3- ქულიანებს. ვერ ამარაგებდნენ ცენტრებს პასებით. სანაძე უფრო გაბედული იყო და შედეგიც კარგი აჩვენა.
და ბოლოს, დიქსონი, რომ არა ვერც შენგელია იშენგელიებდა... ერთი კაცი, მეომარი- ვერ იქნება ბრძოლის ველზე.
ასეა ეეს.
07 სექტემბერი 2017 09:45
0
თორნიკე შენგელიამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ სხვებს სროლები არ წაუვიდათ.
მეტს მოველოდი მარკოიშვილისგან და ცინცაძესგან. ვერ აგდებდნენ კი არადა, არც ისროდნენ 3- ქულიანებს. ვერ ამარაგებდნენ ცენტრებს პასებით. სანაძე უფრო გაბედული იყო და შედეგიც კარგი აჩვენა.
და ბოლოს, დიქსონი, რომ არა ვერც შენგელია იშენგელიებდა... ერთი კაცი, მეომარი- ვერ იქნება ბრძოლის ველზე.
ასეა ეეს.
07 სექტემბერი 2017 09:44
0
MGELI! 40 CUTI IBRDZOLA ISRAELTAN DA MOAGEBINA SAKARTVELOS NAKREBS!
DATO
06 სექტემბერი 2017 18:09
0
თორნიკე ძალიან მინდა ნბა-ში დაბრუნდეს, ორმაგად ღამეების თენებას კი მისი აზარტი და ულამაზესი თამაში გაანეიტრალებს.
tanto
06 სექტემბერი 2017 16:41
0
ჩემო თოკო კარგი კალათბურთელი ხარ და უფრო მეტს გვინდა რომ მიაღწიო პირად კარიერაში და რაც მთავარია ეროვნულ ნაკრებთან!!!მე არ ვიცი რა იგულისხმე ნამდვილ გყლშემატკივარში, იმედია ის რომ ჩვენ ქართული კალათბურთის გულშემატკივარი ვიყოთ იბიექტურნი, კარგი დავაფასოთ და მინუსებზე ვისაუბროთ მათი გამოსწორების მიზნით, ანუ ორი სიტყვით სიმართლეს ვცეთ პატივი! ჩემი აზრით ეს არის ნამდვილი გულშემატკივრობა და არა ის რომ თვალში ნაცარი შევიყაროთ და სადღეგრძელოებით ვიხაროთ. ეგეთმა ვითომ გულშემატკივრობამ დაღუპა ქართული ფეხბურთი და ნამდვილად არ მინდა იგივე დღეში ჩავარდეს ჩვენი კალათბურთი!
პაატა
06 სექტემბერი 2017 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული