17:12 06-09-2017
ილია ლონდარიძე - "ღიმილის ბიჭი" [VIDEO]
AutoSharing Option
ეს კალათბურთელი 27 წლის ილია ლონდარიძეა, რომელმაც გულითადი გულშემატკივრობით და ნაკრების მოტივატორობით გააცნო ტელეეკრანებიდან მაყურებელს თავი. მისმა ემოციებმა მოიცვა მთელი ინტერნეტსამყარო, გამოქვეყნდა მისი უამრავი ფოტო და ყველაზე პოზიტიურ თემად იქცა გამარჯვების შემდეგ.
არადა, ბევრი, ვინც ახლა დაიწყო კალათბურთის ყურება, არ იცნობს ამ გულიან ადამიანს. ილია საქართველოს სუპერლიგაში, "დინამოს" ღირსებას იცავს და სუპერლიგის გამორჩეული კალათბურთელია. წინა სეზონში მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 14 ქულა, 6.4 მოხსნა, 1.3 გადაცემა. ხოლო კარიერის საშუალო მაჩვენებელი: 11.2 ქულა, 7.2 მოხსნა და 1.2 პასი.
ილიამ კარიერა თბილისის "მაქაბში" დაიწყო და გიორგი შერმადინის თანაგუნდელი იყო. მას ყველა მეტსახელ "წეროთი" იცნობს, მისი სიმსუბუქისა და სიმაღლიდან გამომდინარე (2.05მ). ის თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში და დღეს უკვე ეროვნული ნაკრების წევრია.
რაც შეეხება ევრობასკეტს, ილიამ სამ მატჩში 6 წუთი ითამაშა. 2-2 წუთით გამოჩნდა: ლიტვასთან, უკრაინასთან და ისრაელთან. სტატისტიკურად არაფერი არ გამოუმუშავებია, მაგრამ ის მოტივაცია, რასაც ეკრანიდან ვხედავთ, ნამდვილად გამოსარჩევია.
- ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყველაზე მაგარი კაცია :D კაცი კოლორიტი ამ ევრობასკეტის მერე ჰოლივუდში წავა აგერ მე აგერ თქვენ :D
7
0
პრაქტიკულად არ თამაშობს ეს ბიჭი, მაგრამ ისეთი დადებითი აურა და ისეთი გულით ქომაგობს ბიჭებს ამასაც ნიჭი უნდა, გაიხარე ილია ძალიან მაგარი კაცი ხარ
5
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული