საქართველოს ნაკრები იტალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

11 ქულითა და 4 მოხსნით საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი ლიდერობს, 9 ქულაა დიქსონის ანგარიშზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სათადარიგოების არ ყოლამ და ცინცაძის ტრამვამ დაგვაღალატა..ნაწილობრივ შორი სროლებზეც მოსამატებელია..ბევრი ფაცულიას აკრიტიკებს და დღეს რა ბლოკები დააყენა და დიქსონს რა ჩააგდებინა ეგ არი ზუსტად კლასი..ბევრ ქართველს სამწუხაროდ ვერ გაუგია და ფილოსოფოსობს აქ.
პაატა
22:55 06-09-2017
0
ახლოს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ მაინც ყოჩაღ ბიჭებს.
guri
20:25 06-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული