6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.
- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]
"მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ამისთვის მთავრული ასოებია საჭირო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზეც ყველას დაანახა თავისი ხასიათი! იტალიასთან ორჯერ ვაგებდით დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და უკანასკნელ წამებზე გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით.
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
P.S.
ზუროსი უნდა დარჩეს
მადლობა გუნდს, რომ მორიგ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობის შანსი მოგვცა და ეს დღეები ქვეყანაში ასეთი მუხტი შექმნა... წარმატებები მომავალ ევრობასკეტზე!
წარმატებული გუნდი გვყავს. ევრობასკეტის ჩემპიონატზე გავედით, ჯგუფში ლიტვას და ისრაელს მოვუგეთ, ახლოს ვიყავით იტალიასთან გამარჯვებაზე.
ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ.
ევროპის ჩემპიონობა თუ გინდა, ისეთი პოლიტიკა უნდა იყოს კალათბურთის მიმართ, როგორიც ლიტვაშია, ბალკანეთის ქვეყნებშია. იქ ორ კორპუსს შორის საკალათბურთო მოედნებს აშენებენ, კალათბურთი ეროვნული ღირსების სპორტია.
ჩვენთან კი ორ კორპუსს შორის მესამე კორპუსს ჩაგიდგამენ და ყველაფერს ჩაგიბნელებენ.
მარტო დიდი სპორტსასახლე არაა საკმარისი. ყველა ეზოში უნდა იყოს სპორტული მოედნები.