კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ნაკრებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული
მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2017-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა და ასპარეზობა დაასრულა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
წავიდა კაცი და მადლობა ეკუთვნის თითოეული გულშემატკივრისგან. თუ ვინმეს მისი თამაში არ მოსწონს ან უკმაყოფილოა, იმდენი პატივისცემა მაინც გამოიჩინოს, რომ მის ამდენი წვალება წყალში არ ჩაუყაროს. თუ შეცდომები ჰქონდა, სიამოვნებაც მოუნიჭებია გულშემატკივრისთვის. ამიტიომ მადლობა ყველაფრისთვის! იმედი ღირსეული შემცვლელი ეყოლება
გგგ
11:56 07-09-2017
2
მადლობა ზაზა!!!
zviads
11:23 07-09-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული