კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, სლოვენიამ  დრამატულ ბრძოლაში, ლატვია 103:97 დაამარცხა. ოთხი გასხვავებული მეოთხედი ვიხილეთ და საბოლოო ჯამში სლოვენიელები დაჩნენ გამარჯვებულები. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გუნდმა, პირველი მეოთხედი იდეალურად ჩაატარა და 11 ქულით დაამარცხა მეტოქე.

თითქოსდა ფავორიტი გამოიკვეთა, მაგრამ ლატვიას მეორე მეოხედში საქმე კარგად წაუვიდა. ყველა ბურთი სლოვენიის კალათში ვარდებოდა, ამ დროს კი დრაგიჩი და კამპანია, მეტოქისგან თავს ვერ იცავდა. საბოლოო ჯამში კი ბალტიისპირელები ისე გაყოყოჩდნენ, რომ 15 ქულიანი სხვაობით მოიგეს მეორე მეოთხედი.

ნათქვამია მესამე მეოთხედი მწვრთნელისააო და ამის დასტური
კოკოშკოვის დამოძღვრილები არიან. ისე ჩაკეტეს დაცვაში მეტოქე და ისე ტაქტიკურად უტევდნენ, ლატვიის ნაკრების წევრები დაბნეულები დარბოდნენ პარკეტზე. ამ თამაშის შემყურე, ალბათ მთელი საქართველო ფიქრობდა, ეს კაცი არ უნდა გაგვეშვაო. ეს მეოთხედიც მაღალ ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და 14 ქულა ჰქონდა პლუსში სლოვენიელებს.

მეოთხე მეოთხედში ლატვიამ ძალიან სწრაფი შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი პირველი ხუთი წუთის განმავლობაში გამოიღო. სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და განუმეორებელი იყო პორზინგისი. მაგრამ შემდეგ დაღლა დაეტყოთ და სარბიელზე კვლავ კოკოშკოვის გუნდი გამოვიდა. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდა, მაგრამ სლოვენიელების სასარგებლოდ და ლატვიელებმა ღირსეულად დატოვეს სტამბოლი.

სლოვენია ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება.

სლოვენიაში 26 ქულით დრაგიჩი და 27 ქულით დონჩიჩი გამოირჩა. ლატვიაში საუკეთესო 34 ქულით პორზინგისი იყო.
სლოვენია- ლატვია 103:97 (34:23, 17:32, 25:11, 27:31)
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინ ვის ჯობია არ ვიცი, მაგრამ მე ზუროსის ხელი ნამდვილად ვერ დავინახე. ბევრი შეცდომებიც ქონდა და ჯობია ემოციებიც მოეთოკა - გუნდს აზარალებს თუნდაც ქულებში. და არც თუ ისე გუნდურად გამოიყურებოდა საქართველო - ზაზა ცალკე იყო, ზუროსი ცალკე და სხვები . . . მოკლედ გუნდური შემართება და ერთიანობა აკლდა ნაკრებს.
0
ზუროსი ბევრად აღემატება კოკოშკოვს კოკოშკოვის დროს არც დასიზმრებია საქართველოს ნაკრებს ლიტვის დონის გუნდის დამარცხება და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა არაფელს ვამბობ იმაზე რო შემადგენლობაც ზუროსზე უკეთესი ყავდა და ორჯერ წააგო იგივე სლოვენიასთნ ევვროპაზე.ხოლო ჯგუფიდან ჯერ უკრაინამ გაგვიყვანა რასაც ქვია და შემდეგ საბერძნეთმა.რაც შეეხება სლოვენიას ის უბრალოდ ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო ამ ევროპაზე და ესეთ გუნდთან მუშაობა ბევრად ადვილია.გამართლებაც გჭირდება რათქმაუნდა როცა თანაბარი თამაშია.
ზაზა
12:43 13-09-2017
0

სიახლეები პოპულარული