თვაური ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მატჩს განსჯის

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ მატუსინიუშში დღეს მთავრდება ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირს ნეიტრალური მსაჯის სტატუსით ემსახურება ქართველი არბიტრი კირილე თვაური.

შეჯიბრების ბოლო დღეს თვაურს ფიბას სამსაჯო დეპარტამენტმა ნდობა გამოუცხადა და მესამე ადგილისთვის მატჩის, პორტუგალია – ხორვატიის განსჯა ანდო.

ეს ზაფხული წარმატებული გამოდგა ქართველი არბიტრისთვის: მან ჯერ თბილისში გამართულ ევროპის 20-წლამდე ვაჯთა ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) ფინალი იმსაჯა, შემდეგ რუმინეთის ქალაქ პლოეშტიში ევროპის 18-წლამდე ვაჯთა ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) ნახევარფინალი. საზაფხულო სეზონს კი ზემოაღნიშნული ბრინჯაოს მატჩით დაასრულებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული