საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეორე დღეს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 90:64 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, ახალგაზრდა გამთამაშებელმა 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

"ლა როხადან" გამოირჩა ვილი ერნანგომესი, "ნიუ ორლეანის" ცენტრმა 14 ქულა და 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები 2 დან 2 მარცხით A ჯგუფის ბოლო, მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.

ესპანეთის ნაკრები 2 გამარჯვებით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, სერჟიო სკარიოლოს გუნდი
კვირას, ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ფაქტობრივად ვერ მოახერხა გოგა ბითაძემ, იმედია ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრი მოედანზე გამოსვლას შეძლებს და ბელგიასთან მიღებული ტრავმა აღარ შეაწუხებს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
მწვრთნელი შეცვალეთ, ბაბუაჩემს აქვს ცხონება, თორემ უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდებით.
Idki
19:10 04-09-2022
1
პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს! არ ვეთანხმები, რომ თურქეთთან თამაში გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, მათთან მოგება შესაძლებელია, მაგრამ ვთვლი, რომ წაგების შემდეგაც შეიძლება მე-3 ადგილით გასვლა. თუ ყველა მოუგებს ბულგარეთს, ხოლი თურქეთი და ესპანეთი ასევე ყველას, ჩვენ მონტენეგროს 5(მინიმუმ) ქულით, მაშინ ჩვენ, ბელგიას და მონტენეგროს 2-2 ქულა გვექნება, ბურთები კი: საქართველო +2, ჩერნოგორია +1,ბელგია - 3. ეეეეჰ, ღმერთმა მისმინოს (ბოლო ნაწილში)
Alexandre
16:40 04-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული