"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

AutoSharing Option
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (88:83) ერგინ ატამანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუშინ მომხდარი სკანდალური მატჩის ყველა ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვრცლად ისაუბრა.

"ევრობასკეტი ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. რაც მოედანზე და გასახდელში მოხდა, უდავოდ დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გაძევების შემდეგ ჩვენი სტაფის რამდენიმე წევრთან ერთად გასახდელისკენ წავიდა. როგორც მითხრეს, სამი ქართველი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და დუდა სანაძე, ფურკანს თავს დაესხა, მათ შორის, ჩვენი სტაფის წარმომადგენელსაც. როდესაც გასახდელში შევედი, დავინახე, თუ როგორ იცავდნენ
ჩვენი წარმომადგენლები კორკმაზს და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

რაც აქ ვიმყოფებით, ყოველდღე რაღაც სკანდალური ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი დღე. ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე 45 წუთის განმავლობაში საცობში ვიდექით, სპორტსმენებს სასტუმროში სპეციალური კვება არ აქვთ, ამაზე თვალს ვხუჭავთ, მაგრამ ფიბამ მოთამაშეები უნდა დაიცვას.

თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ადგილობრივი პოლიციელები მათზე თავდასხმას შეეცადნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.

ეს ყველაფრის პირველი ნაწილია. რაც შეეხება მეორე საკითხს - 22 წამი უბრალოდ გააქრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩივარი ოფიციალურად შევიტანეთ, რადგან კალათბურთში ამხელა დრო მნიშვნელოვანია. ველით ფიბას პასუხს, გააუქმონ თამაში ან 4.5 წუთიდან შეხვედრა გაგრძელდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, უბრალოდ გამაოგნებელი იქნება.

ჩვენ აქ ჩამოვედით კალათბურთისგან სიამოვნების მისაღებად და არა საომრად. ასევე უცნაურია, მსგავს ქმედებას სჩადიოდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე არიან. ეს დიდი სიურპრიზი იყო.

ტურნირის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, გამოსვლას უბრალოდ ვერ შევძლებთ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბსა და სერჯიო სკარიოლოს. თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება



მკითხველის კომენტარები / 34 /
წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა, მაგრმ რაც თურქეთში და რუსეთში მოგზაურობისას თავს გადამხდომია ორივე ბარბაროსების ქვეყანაა, მძულს როგორც მტერი და ნებიმიერს ვუგუშემატკივრებ მათ წინააღმდეგ!
ავიმუსაიფი
18 დეკემბერი 2022 03:21
0
თავის პირით ამბობს გარეთ იქაჩებოდა გასახდელიდან გამოსასვლელად და საჩხუბრად და სტაფის წევრები ძლივს აკავებდნენ და არ უშვებდნენო, ჯერ დარბაზში იქაჩებუდა ეგ ხულიგანი საჩხუბრად და იქ რას იზამდა :)
ნიკოლოზი
07 სექტემბერი 2022 23:13
0
მიზეზო!! გაუტყდა ტიპს 3 მილიონიანმა ქვეყნამ რომ მოუგო!! იკითხე ისტორია და როგრო მოვედით აქმდე თქვენი კლანჭების მიუცედავად ესეც იკითხე!!!!!! ჩვენ გამარჯვებისათვის ვართ დაბადებული!!! მტავრია ღალატი არ იყოს!!!!!
----------
06 სექტემბერი 2022 17:05
0
ასეათი ლაჩრები არიან თურქები. წაეთრიეთ ტურნირიდან. თურქეთი ევროპა არ არის.
ქართველი
06 სექტემბერი 2022 12:11
1
ბელგიასთანაც წააგებთ და ძალიანაც გამიხარდება
ალეკო
06 სექტემბერი 2022 11:56
1
ევროპის დატოვებაზეც იფიქრეთ,თურქმენეთში დაბრუნდით.
ამირა
06 სექტემბერი 2022 07:56
1
Stambulshi dronit dagyavs nakrebi??sacobi mandaaa tua
Tuko
06 სექტემბერი 2022 04:01
0
ამათ საქართველოში თავი სახლში ხო არ გონიათ რას ქვია გასახდელში გნახავო როცა გასვლაზე ხარ და სხვას თავის ქვეყანაში ამას უბედავ. ძალიან გაბლატავებულები არიან თურქები და ყველამ ყველამ თავისი ადგილი უნდა ასწავლონ
tf
06 სექტემბერი 2022 01:41
0
აი რომ მორჩება უნდა მოეკითხოს წესით და რიგით დამპროექტებელს,დაპროექტებული, და ჩამმბარებელსაც,მაგრამ იმ პონტშია,აბა ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავს.....რამხელა სხვაობაა ძველ სპორტის სასახლეს და ამ საშინელებას შორის.ერთი საკალათბურთო დარბაზიც არა აქვს ნანახი ამის დამპროექტებელს.დანარჩენებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.რაც ამის აშენებას მოხმარდა,იმის ნახევარი დაეხარჯათ ძველის რექონსტრუქციაში.ტევადობა მაინც ერთნაირია.ბევრად კარგი იქნებოდა.
კახა ქ.
06 სექტემბერი 2022 01:29
3
Dzveli kerdzoa
West
06 სექტემბერი 2022 04:00
0
წაგებას ვერ ეგუები და ეგ არი ყ ელაფრის მიზეზი
ეეე
06 სექტემბერი 2022 00:35
0

სიახლეები პოპულარული