თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუშინ მომხდარი სკანდალური მატჩის ყველა ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვრცლად ისაუბრა.
"ევრობასკეტი ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. რაც მოედანზე და გასახდელში მოხდა, უდავოდ დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გაძევების შემდეგ ჩვენი სტაფის რამდენიმე წევრთან ერთად გასახდელისკენ წავიდა. როგორც მითხრეს, სამი ქართველი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და დუდა სანაძე, ფურკანს თავს დაესხა, მათ შორის, ჩვენი სტაფის წარმომადგენელსაც. როდესაც გასახდელში შევედი, დავინახე, თუ როგორ იცავდნენ
რაც აქ ვიმყოფებით, ყოველდღე რაღაც სკანდალური ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი დღე. ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე 45 წუთის განმავლობაში საცობში ვიდექით, სპორტსმენებს სასტუმროში სპეციალური კვება არ აქვთ, ამაზე თვალს ვხუჭავთ, მაგრამ ფიბამ მოთამაშეები უნდა დაიცვას.
თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ადგილობრივი პოლიციელები მათზე თავდასხმას შეეცადნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.
ეს ყველაფრის პირველი ნაწილია. რაც შეეხება მეორე საკითხს - 22 წამი უბრალოდ გააქრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩივარი ოფიციალურად შევიტანეთ, რადგან კალათბურთში ამხელა დრო მნიშვნელოვანია. ველით ფიბას პასუხს, გააუქმონ თამაში ან 4.5 წუთიდან შეხვედრა გაგრძელდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, უბრალოდ გამაოგნებელი იქნება.
ჩვენ აქ ჩამოვედით კალათბურთისგან სიამოვნების მისაღებად და არა საომრად. ასევე უცნაურია, მსგავს ქმედებას სჩადიოდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე არიან. ეს დიდი სიურპრიზი იყო.
ტურნირის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, გამოსვლას უბრალოდ ვერ შევძლებთ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბსა და სერჯიო სკარიოლოს. თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.
"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება
გერმანიაში ჩატარებულ მატჩებს ვუყურებ და გული მტკივა. იქაური დარბაზი და ჩვენი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა.
ისე, უცნაურად არ გეჩვენებათ ჩვენების სიჩუმე? თუ ტყუილს ამბობენ ეგენი რატომ არ გამოვა ვინმე და უარყოფს ცილისწამებას. ან ელემენტარულად, ვისაც აბრალებენ, ანუ შენგელია და ბითაძეს მაინც გაეკეთებინათ კომენტარი.
ისე, ნამეტანი სასაცილოდ ჟღერს: ცალხელა შენგელია და ცალფეხა ბითაძე როგორ უსწორდებიან მამაც თურქ ვაჟკაცებს.
დარბაზი იქით იყოს და გერმანიის მე ის უფრო მიკვირს და პასუხი არ მაქვს, საუკუნის ნახევარში როგორ აჩუქა მსოფლიიოს 2 მსოფლიო ომი.