2022 წლის ევრობასკეტი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა.
სერჯო სკარიოლოს შეგირდებმა ფინალში საფრანგეთი 88:76 დაამარცხეს.
"ლა როხას" მხრიდან ხუანჩო ერნანგომესმა 27 ქულა (7/9 სამქულიანი), 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ხუანჩოს მხარი ლორენსო ბრაუნმა აუბა, რომელმაც გუნდს 14 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ფრანგების შემაგენლობიდან ევან ფურნიემ 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ევრობასკეტის MVP ვილი ერნანგომესი გახდა, "ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ტურნირზე საშუალოდ 17.2 ქულას და 6.9 მოხსნას აგროვებდა.
ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის მოგება მეოთხედ შეძლო.
ევრობასკეტის MVP ვილი ერნანგომესი გახდა, "ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ტურნირზე საშუალოდ 17.2 ქულას და 6.9 მოხსნას აგროვებდა.
ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატის მოგება მეოთხედ შეძლო.