ევრობასკეტი 2015: სლოვენიამ საქართველოს ერთ-ერთ მეტოქე მაკედონიას მოუგო

AutoSharing Option
10 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ზე C ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოდის, V ტურის პირველი მატჩი გაიმართა სლოვენიისა და მაკედონიის ნაკრებებს შორის.

ეს შეხვედრა სლოვენიამ 62:51 მოიგო და მაკედონიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვა.

აღნიშნული შედეგი საქართველოს ნაკრებს აწყობდა, რომლის თამაშიც ხორვატიასთან 20:00-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში გავა ჯგუფური ეტაპიდან პლეი ოფში, თუ ჰოლანდიის ნაკრები საბერძნეთს ვერ მოუგებს ჯგუფის უკანასკნელ მატჩში, რომელიც თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული