ევრობასკეტი 2015: ლატვია პირველი მეოთხედფინალისტია

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა - 12 სექტემბერს ლატვიის ნაკრებმა სლოვენია ანგარიშით 73:66 დაამარცხა.

ლილში გამართულ შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედში, აინარს ბაგაცკისის გუნდის 8:0 გაქცევა გახდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები 17-17 ქულით ლატვიელთა გამთამაშებელი იანის სტრელნიეკსი და სლოვენიელთა ფორვარდი ზორან დრაგიჩი გახდნენ.

ევრობასკეტის 1/4-ფინალში ლატვიელთა მეტოქე საფრანგეთისა და თურქეთის შეხვედრაში გამოვლინდება.

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2015: მერვედფინალური ეტაპის კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული