ევრობასკეტი 2015: გასოლი ჩოსიჩს გაუტოლდა [VIDEO]

AutoSharing Option
ორი მატჩით დასრულდ გუშინ 2015 წლის ევრობასკეტი. ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო საბრძოლო განწყობით მოედანზე გასვლა და ბრინჯაოს მედლებისთვის სერბეთის ნაკრების დამაჯერებლად დამარცხება.

მასპინძლები თითქმის მთელი მატჩი იგებდნენ. ანგარიში თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ იყო, მეორე მეოთხედის სტარტზე სერბეთი პირველად და უკანასკნელად გავიდა წინ, რის შემდეგაც ფრანგებმა ჯერ 10:0 გაქცევა შეასრულეს, მესამე მეოთხედში კი 9:0 სპურტი ჰქონდათ. იყო მომენტი, როცა საფრანგეთი 16 ქულით იგებდა და სერბეთი მეტოქის დამწევი აღარ ჩანდა. მით უმეტეს, რომ მთლიანად ჩააგდო შეხვედრა მილოშ ტეოდოშიჩმა, ვინც სამი
ქულით დაასრულა შეხვედრა.

ფრანგებმა შეტევაში 16 მოხსნა აიღეს და ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გარდა ამისა, მასპინძლებმა დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს და ბურთი არ გაათამაშებინეს მეტოქეს, რომელსაც, მანამდე, საშუალოდ 23.8 პასი ჰქონდა მატჩში.

ნანდო დე კოლომ 20 ქულა დააგროვა, რუდი გობერს შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 15 ქულა და 14 მოხსნა, მაგრამ მატჩის გმირად ევან ფურნიე აღიარეს. ახალგაზრდა მცველს 17 წუთი სათამაშო დრო მიეცა, სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, ხუთი მოხსნა და ორი პასი მიითვალა და კარიერის რეკორდი დაამყარა - 15 ქულა დააგროვა.

* * *
27 372 მაყურებელი შეიკრიბა ლილის არენაზე ფინალის სანახავად, მაგრამ ისინი იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ესპანეთის ნაკრებმა ძალიან იოლად დაამარცხა ლიტვა და ბოლო ოთხ ევრობასკეტზე მესამედ გახდა ჩემპიონი.

მთელი 40 წუთის განმავლობაში, ლიტვა ერთხელაც არ ყოფილა წინ. ანგარიში ერთადერთხელ იყო თანაბარი - 2:2, რასაც ესპანელების 13:2 გაქცევა მოჰყვა. ბალტიისპირელთა გულშემატკივრებს ერთხელ მიეცათ იმედი, როცა მაჩიულისმა პირველი ტაიმის სირენასთან ერთად ჩააგდო სამქულიანი და სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა - 33:41. თუმცა ესპანეთმა მეორე ტაიმის სტარტზევე დაიბრუნა ორნიშნა უპირატესობა და 12 ქულაზე ახლოს აღარ მიიკარა მეტოქე.

მართალია, ლიტვის ნაკრებმა ძალიან ბევრი მოხსნა მიითვალა შეტევაში, მაგრამ ამით ვერ იხეირა, რადგან სროლების პროცენტი ჰქონდა საშინელი - 35 თამაშიდან და 42 - სამწამიანიდან.

და, რა თქმა უნდა, ვერც ლიტველებმა მოუხერხეს ვერაფერი პაუ გასოლს, რომელმაც 25 ქულა, 12 მოხსნა, ოთხი პასი და სამი დაფარება მიითვალა. ვეტერანი ფორვარდი მესამედ გახდა ევრობასკეტის საუკეთესო ბომბარდირი და მეორედ - უძვირფასესი მოთამაშე. აქამდე, ტურნირის MVP ორჯერ მხოლოდ ლეგენდარული იუგოსლავიელი კრეშიმირ ჩოსიჩი იყო.

სწორედ პაუმ გაათრია ესპანეთის ნაკრები პლეი ოფში, როცა გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ორი წაგების გამო, ყოფნა-არყოფნის საკითხი ედგა დღის წესრიგში. ბოლო ტურში გერმანიასთან ოვერტაიმში მოგება რომ არა, გასოლი და კომპანია არა ლილში, არამედ შინ გაემგზავრებოდა.

1/2 ფინალი
სერბეთი-ლიტვა 64:67
17:22, 17:13, 9:13, 21:19
ს: ტეოდოშიჩი (16), ბიელიცა (10), რადულიცა (10), ბოგდანოვიჩი (9), მარკოვიჩი (7), ნედოვიჩი (6), ერცეგი (4), კალინიჩი (2).
ლ: ვალანჩუნასი (15+4 დაფარება), კუზმინსკასი (13+9 მოხსნა), სეიბუტისი (13), კალნიეტისი (12+9 პასი+5 მოხსნა), მაჩიულისი (9+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილაკნისი (3), იანკუნასი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (32.8/45.5), სამქულიანები (21.4/14.3), საჯარიმოები (80/83.3).

მე-7 ადგილისთვის
ლატვია-ჩეხეთი 70:97
23:28, 13:29, 9:23, 25:17
ლ: ტიმა (11+6 მოხსნა), მეიერსი (10), პეინერსი (8+4 ჩაჭრა), ბერძინში (7+8 მოხსნა), სტრელნიექსი (7), ვეცვაგარსი (6), ფრეიმანისი (6), კარლისი (5), მეიერისი (4+7 მოხსნა), იანიჩენოკსი (4), ბერტანში (2).
ჩ: ვესელი (24+6 მოხსნა), სატორანსკი (16), აუდა (13), ჰრუბანი (11), ჰოუშკა (10+5 მოხსნა), იელინეკი (10), პუმპრლა (7), ბარტონი (4+5 მოხსნა), ველში (2+5 პასი), შილბი (0+7 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38.5/56.1), სამქულიანები (19/12.5), საჯარიმოები (76.2/80.8).

მე-3 ადგილისთვის
საფრანგეთი-სერბეთი 81:68
16:16, 21:16, 21:12, 23:24
საფ: დე კოლო (20), გობერი (15+14 მოხსნა+3 დაფარება), ფურნიე (15+5 მოხსნა), პარკერი (13), ბატუმი (7), დიაო (4+6 პასი), ჟელაბალი (4), კაუდი (2+5 მოხსნა), ლოვერნი (1).
სერ: ბოგდანოვიჩი (14), ბიელიცა (12+6 მოხსნა), რადულიცა (11+8 მოხსნა), ნედოვიჩი (9), მარკოვიჩი (8), ერცეგი (7), ტეოდოშიჩი (3), სიმონოვიჩი (3), კალინიჩი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.1/40), სამქულიანები (31.3/25.8), საჯარიმოები (72.7/80).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფინალი
ესპანეთი-ლიტვა 80:63
19:8, 22:25, 19:10, 20:20
ე: გასოლი (25+12 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ლიული (12+6 მოხსნა+5 პასი), ფერნანდესი (11), მიროტიჩი (8), რეიესი (8), კლავერი (7+6 მოხსნა), რიბასი (5), როდრიგესი (4+6 პასი).
ლ: კალნიეტისი (13+6 პასი), სეიბუტისი (13), ვალანჩუნასი (10+9 მოხსნა), კუზმინსკასი (8+6 მოხსნა), მაჩიულისი (8), კავალიაუსკასი (4+5 მოხსნა), მილაკნისი (3), იანკუნასი (3), გაილიუსი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/35.4), სამქულიანები (36.4/31.8), საჯარიმოები (85.7/58.8).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიმბოლური ნაკრები: სერხიო როდრიგესი (ესპანეთი), ნანდო დე კოლო (საფრანგეთი), იონას მაჩიულისი (ლიტვა), პაუ გასოლი (ესპანეთი), იონას ვალანჩუნასი (ლიტვა).
ევრობასკეტის MVP: პაუ გასოლი (ესპანეთი)

საბოლოო კლასიფიკაცია: 1. ესპანეთი; 2. ლიტვა; 3. საფრანგეთი; 4. სერბეთი; 5. საბერძნეთი; 6. იტალია; 7. ჩეხეთი; 8. ლატვია; 9. ხორვატია; 10. ისრაელი; 11. პოლონეთი; 12. სლოვენია; 13. ბელგია; 14. თურქეთი; 15. საქართველო; 16. ფინეთი; 17. რუსეთი; 18. გერმანია; 19. მაკედონია; 20. ესტონეთი; 21. ჰოლანდია; 22. უკრაინა; 23. ბოსნია; 24. ისლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთში როდის მივაღწევთ ესეთ რეიტინგს?
dato
14:32 21-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული