საშა ჯორჯევიჩი ფიბას წინააღმდეგ

AutoSharing Option
სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საშა ჯორჯევიჩმა ბელგარდში პრესკონფერენცია გამართა და უკმაყოფილება გამოთქვა ახლახანს დასრულებულ ევრობასკეტზე ფიბასა და მსაჯების მხრიდან სერბეთის ნაკრების მიმართ დამოკიდებულების გამო. სერბებმა ნახევარფინალში ლიტვასთან წააგეს (64:67), მესამე ადგილისთვის მატჩში კი საფრანგეთთან დამარცხდნენ (68:81).

"მათ არ სურთ ჩვენი ხილვა იმ მატჩებში, რომლებშიც მედლები თამაშდება. ფიბა ჩვენგან ვერაფერს იღებს - ვერც ფულს, ვერც მარკეტინგს. ჩვენი ფედერაცია შეზღუდულია რესურსებში, ბიუჯეტი მხოლოდ 2 მილიონ ევროს შეადგენს, ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე. მაგრამ რამდენიმე აშკარა ნეგატიურ მომენტს ჰქონდა ადგილი, რაზეც
რეაგირება გვექნება. გავაგზავნით სპეციალურ ვიდეოანგარიშს.

სერბეთს მსაჯობდა ერთი და იგივე არბიტრი ოთხ მატჩში. ბერძენი ხრისტოდულუ შესანიშნავი რეფერია, მაგრამ ეს ჩემთვის გაუგებარია. ასევე არ მესმის, რატომ მუშაობდა ჩვენს ნახევარფინალში ესპანელი მსაჯი. და გაუგებარია, რატომ ართმევენ ჩემს ბიჭებს მედლებისთვის ბრძოლის უფლებას.

მაგრამ, ეს ყველაფერი ჩვენს ბრძოლას უფრო დიადს ხდის. ტონი პარკერმა ჩვენს კაპიტანს მილოშ ტეოდოშიჩს უთხრა: "თქვენ აქ ყოველ წელს თამაშობთ, და საერთო ჯამში, თქვენს მიმართ არანაირ პატივისცემას არ გამოხატავენ", - განაცხადა ჯორჯევიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული