ფიბამ ევრობასკეტი 2017-იდან ევროპის 14 ეროვნული ნაკრები მოკვეთა

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ვაჟ-კალათბურთელთა 14 ეროვნული ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ტურნირისა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოკვეთა.

ესენია: სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო, მაკედონია, სერბეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლიტვა, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი.

დისკვალიფიკაციის მიზეზი ამ ქვეყნების კლუბების მონაწილეობაა ევროლიგაში, რომელსაც ფიბა-მ საკლუბო ტურნირის ჩატარებაზე კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში გაუუქმა.

მანამდე ფიბა, რომელმაც წამყვანი კლუბები და ეროვნული ჩემიონატები ვერ დააინტერესა ჩემპიონთა ლიგის პროექტით, "ურჩ" ფედერაციებს სხვადასხვა ტიპის სანქციებით დაემუქრა.

შეგახსენეთ, რომ ევრობასკეტი 2017-ის ფინალურ ეტაპს ოთხმა ქვეყანამ: ისრაელმა, რუმინეთმა,
თურქეთმა და ფინეთმა უნდა უმასპინძლოს. საქართველოს ნაკრები F შესარჩევ ჯგუფში მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია როდის იყო ევროლიგაში?...გერმანიას ორი კლუბი ჰყავდა შარშან, წელს არ ვიცი, ნუთუ ფიბას მოთხოვნა დააკმაყოფილა და არ გაუშვა კლუბები...მოკლედ ცოტა ნორმალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია იქნებოდეს იქნება:)
murtalo
17 აპრილი 2016 04:26
0
prangebma amat gareshe chvenc arvitamashebto da chamogvitanon winaswar tasi ))))))
666
16 აპრილი 2016 22:59
0
ევროპაც არეულია
vaxvax
16 აპრილი 2016 22:20
0
პროსტა ამბავია ატეხილი - ფიბა ევროლიგას ებრძვის და ეგაა თორე მართლა ამათ გარეშე ვინ დატოვებს ევრობასკეტს?
ტატო
16 აპრილი 2016 20:43
0
Veraperi ver gavige.....
luk
16 აპრილი 2016 20:02
0
ანუ ფინალში ვართ? :))) კაი იყო ? :)
mamuka
16 აპრილი 2016 19:04
0
დალაგდება სიტუაციაა. ჩამოთვლილი ნაკრებები თუ ვერ მიიღებენ მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატიც არ შედგება, ასე რო ნუ გიხარიათ სხვის უბედურებაზე ააწყოთ ბედნიერება. ყველა ნაკრებს რო დაუშვებენ და მაშინ მოიგებ მაშინ იქნები მაგარი
zura
16 აპრილი 2016 18:35
0
ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ფიბა აღნიშნულ ქვეყნებს უკვე ერთი წელია აფრთხილებს და სანქციებით ემუქრება. საბოოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვადა 20 აპრილს იწურება, შესაძლოა მხოლოდ ჯარიმაზე შეთანხმდნენ. ისე, საქართველოს ნაკრებისთვის მონტენეგროს დისკვალიფიკაცია კარგი იქნება, რადგან, ისინი სრულ მობილიზებას აპირებენ, საუკეთესო კალათბურთელების შეგროვებას ცდილობენ, რომელთაგან ოთხი ნბა-ში თამაშობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ნიკოლოზი
16 აპრილი 2016 18:11
0
ვაიმე. მგონი ჩემპიონობასაც კი გამოვკრათ ხელი. იქნება ფრანგებიც გამოთიშონ ა? :-))))
რეალობა
16 აპრილი 2016 18:04
0
აბა ევროლიგა ვისი ტურნირია ? რანაირად წერია ცოტა განავრცეთ ამხელა სკანდალია
dato
16 აპრილი 2016 17:55
0

სიახლეები პოპულარული