ფიბამ ევრობასკეტი 2017-იდან ევროპის 14 ეროვნული ნაკრები მოკვეთა

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ვაჟ-კალათბურთელთა 14 ეროვნული ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ტურნირისა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოკვეთა.

ესენია: სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო, მაკედონია, სერბეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ლიტვა, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი.

დისკვალიფიკაციის მიზეზი ამ ქვეყნების კლუბების მონაწილეობაა ევროლიგაში, რომელსაც ფიბა-მ საკლუბო ტურნირის ჩატარებაზე კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში გაუუქმა.

მანამდე ფიბა, რომელმაც წამყვანი კლუბები და ეროვნული ჩემიონატები ვერ დააინტერესა ჩემპიონთა ლიგის პროექტით, "ურჩ" ფედერაციებს სხვადასხვა ტიპის სანქციებით დაემუქრა.

შეგახსენეთ, რომ ევრობასკეტი 2017-ის ფინალურ ეტაპს ოთხმა ქვეყანამ: ისრაელმა, რუმინეთმა,
თურქეთმა და ფინეთმა უნდა უმასპინძლოს. საქართველოს ნაკრები F შესარჩევ ჯგუფში მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია როდის იყო ევროლიგაში?...გერმანიას ორი კლუბი ჰყავდა შარშან, წელს არ ვიცი, ნუთუ ფიბას მოთხოვნა დააკმაყოფილა და არ გაუშვა კლუბები...მოკლედ ცოტა ნორმალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია იქნებოდეს იქნება:)
murtalo
04:26 17-04-2016
0
prangebma amat gareshe chvenc arvitamashebto da chamogvitanon winaswar tasi ))))))
0

სიახლეები პოპულარული