ფიტცჯერალდი: "მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, რომელიც აქამდე არავისთვის მომიყოლია და იმედია, ზაზას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს...
შარშან, სეზონის დასაწყისში მორიგი სეანსი გვქონდა, რომლის დროსაც შენ და დავიდ ვესტი ბევრს არ ლაპარაკობთ ხოლმე, თქვენ ძალიან მშვიდი პროფესიონალები ხართ, მაგრამ იმ ჩაწერაზე შენ ილაპარაკე - ამის შემდეგ შენ სულ სხვანაირად დაგაფასე.
ფაჩულია: Wow
ფიტცჯერალდი: "და მე დანამდვილებით ვიცი, რომ ამის შემდეგ სტეფმა, კლეიმ და სხვებმა აღნიშნეს, რომ ზაზა მართალია, ეს რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?
დავაკვირდი და ამის მერე ყოველ თამაშში, თუკი რომელიმე "მეომარი" წაიქცეოდა, ლამის მთელი გუნდი მიდიოდა მის წამოსაყენებლად. რატომ გადაწყვიტე მაშინ ამის თქმა ჩაწერაზე?"
ფაჩულია: "პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გუნდში ჩამშვებები გვყოლია (იცინის), ეს აღმაშფოთებელია...
სიმართლე ითქვას, ეს გუნდი იმდენად კარგია გამარჯვებებში, ტიტულების მოგებაში, პროფესიონალიზმში, რომ ბევრი რამის თქმა საჭირო არც არის მათთვის.
მაგრამ ეს ერთი შეხედვით პატარა რამ, როცა გუნდელი წაიქცევა და მთელი გუნდი მას ეხმარება, მოქმედებს მეტოქეზე. ის გრძნობს, როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე, ეს აჩვენებს ჩვენს ერთიანობას. ამას კარგად ხედავენ ფანებიც.
პატარა რამეა, მაგრამ დიდ სხვაობას გვაძლევს".
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია გასულ სეზონში ჩემპიონი გუნდის ყველა მატჩში (რომელშიც მონაწილეობა მიიღო) სასტარტო ცენტრფორვარდი იყო და ასე იქნება მომავალ სეზონშიც.