"ზაზა ფაჩულია სეზონთშორისი პერიოდის მაქსიმალურად გამოყენების დიდოსტატია. შარშან მან ის პერიოდი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში სწავლას მოახმარა.
ამ ზაფხულს კი მას სწავლისთვის არ ეცალა. მას მერე, რაც NBA-ს ტიტული მოიგო, სამი თვე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, საკონტრაქტო მოლაპარაკებასა და ახალშეძენილ შვილს (მისი მეორე გოგონა ნუცა გასულ ოთხშაბათს დაიბადა) დაუთმო.
ორშაბათს ოკლენდში ზაზა ფაჩულიამ სრულფასოვნად ივარჯიშა, შემდეგ "ქრონიკლთან" სასაუბროდ მოიცალა. ზაზა მოჰყვა, თუ როგორ ჩაიტანა ლარი ო'ბრაიენის ტროფეი თბილისში, როგორ
- გასულ თვეში თქვენ NBA-ს ტიტული სამშობლოში ჩაიტანეთ...
- ყველაფერი დაიწყო მრავალწლიანი გულშემატკივრობით, რომელსაც მე ჩემი ქვეყნიდან ვიღებ. ამას ზოგი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ მე ასე ვერ მოვიქცევი. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ძილს იკლებდა და ამერიკაში ჩემს თამაშებს უყურებდა და მე ვიფიქრე, რომ ეს ხალხი ტიტულს იმსახურებდა. მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. "უორიორსმა" ჩემი მიზნის განხორციელებაში ხელი შემიწყო. ასე შევძელი რამდენიმე დღით საქართველოში NBA-ს ტიტულის ჩატანა. სამშობლოში არც კი ველოდი, იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია ამ ფაქტმა. ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება. თასი სპორტის სასახლეში 8 ათასმა ადამიანმა ნახა და ეს ამბავი ტელევიზიით გადაიცემოდა. ვნერვიულობდი, რადაგან ამდენი ადამიანის თვალწინ სიტყვა მომზადებული არც მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე, გულისთქმას მივნდობოდი. ეს იყო ძალიან ემოციური და სპეციალური საღამო.
- თქვენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ მოგზაურობას?
- მიხარია, რომ ამით ბევრი ადამიანი გავახარე. განსაკუთრებული ზაფხული გამომივიდა. როგორც წესი, ზაფხულს ოჯახსა და მეგობრების წრეში ვატარებთ, ახლა კი მსგავსიც არაფერი ყოფილა - დედა ერთი-ორჯერ ძლივს ვნახე, ერთხელ, როცა ტროფეის ცერემონიალზე სცენაზე ავიყვანე და მადლობა გადავუხადე. თუკი ერთი კაციც კი გავაბედნიერე საქართველოში, ჩემთვის ეს დიდი შვებაა. მე ამით ვიამაყებ, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა.
- რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ, ისევ "გოლდენ სტეიტში" დარჩენილიყავით?
- მათ შევამჩნიე დაინტერესება, რომ ისევ სურდათ ჩემი გუნდში დარჩენა და ეს იყო მთავარი. შარშან, როცა მომიწვიეს, მათ არ იცოდნენ, როგორი ადამიანი ვარ მოედანსა და მის გარეთ, ახლა კი მთელი სეზონი "გოლდენ სტეიტში" გავატარე. თავისუფალი აგენტი ჯერ არც ვიყავი, როცა კლუბში მითხრეს, რომ ჩემი დატოვება სურდათ. ყველაფერი შარშანდელივით იყო, უბრალოდ, დრო სჭირდებოდა. ჯერ იყო სტეფის კონტრაქტი, რომელმაც გამაოცა ნულების რაოდენობით. როცა სტეფის კონტრაქტის ნულები საბოლოოდ დავითვალე (იცინის), კლუბს ვუთხარი - ოკ, მეც ვაწერ ხელს კონტრაქტს-მეთქი. მოკლედ, სულ რამდენიმე დღე დასჭირდა მოლაპარაკებას.
- სხვა კლუბებთან თუ გამართეთ მოლაპარაკება, სანამ "გოლდენ სტეიტთან" კონტრაქტს გააფორმებდით?
- თავისუფალი აგენტების ინსტიტუტს პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, დავინტერესდი ყველა შემოთავაზებით, რომლებიც მქონდა და ასეთები იყო სხვადასხვა კლუბიდან, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემთვის გადავწყვიტე: "მოდი, გავიმეოროთ შარშანდელი, რადგან ის დიდებული სეზონი იყო".
- რას იტყვით "კლივლენდსა" და "ბოსტონს" შორის მომხდარ ცვლილებებზე, ფიქრობთ, რომ წლეულს ჩემპიონობის უკეთესი შანსები გაქვთ?
- მე მჯერა, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ისეთ რამეებზე უნდა გააკეთო, რისი კონტროლიც შეგიძლია. უნდა იფიქრო საკუთარი გუნდის ფორმაზე, ვარჯიშებზე, ყველაფერზე და ნაკლებად გადარდებდეს სხვების ამბები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეჭვგარეშეა, ჩვენ NBA-ს საუკეთესო გუნდი გვყავს. ამიტომაც მხოლოდ საკუთარ თავებზე უნდა ვიფიქროთ. გუნდში დიდი ტალანტია მოგროვებული. უფრო შარშანდელ სეზონზე ვნერვიულოვდი, ვიდრე წლევანდელზე. მაშინ ბევრი ახალი კალათბურთელი იყო (მათ შორის, მეც) და კაცმა არ იცის, როგორ შეეწყობიან ახლები გუნდს. ახლა ეს ყველაფერი გამართულად მუშაობს. სიმართლე გითხრათ, უკეთეს სეზონს ველი, გუნდისთვისაც და ჩემთვისაც. გასულ სეზონში მძიმე სტარტი მქონდა, ვეჩვეოდი დიდხანს ახალ გუნდს, არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა... ახლა თავდაჯერებული ვარ. ვფიქრობ, უკეთესი სეზონი გვექნება.
- კევინ დურანტმა ნაკლები თანხა მიიღო იმისთვის, რომ გუნდის შენარჩუნება შესაძლებელი ყოფილიყო. რას იტყვით მის შესახებ?
- ეს იყო მისი პერსონალური გადაწყვეტილება და ის კარგად გვიჩვენებს, როგორი ადამიანია კევინი. ის დიდებული პერსონაა, იმის გარდა, რომ ბრწყინვალე კალათბურთელია. ამ ლიგაში დიდი ხანია, ვთამაშობ და ყველას არ ადარდებს გუნდის ინტერესები და ყველა არ ფიქრობს თანაგუნდელებზე. ამიტომ კევინს დიდ პატივს ვცემ. თუ შენი საქმით სიამოვნებას არ იღებ, წარმატებული ვერ იქნები. კევინი ამის ნათელი მაგალითია - იგი დიდ სიამოვნებას იღებს "უორიორსში" თამაშით.
- რას იტყვით ახალი ბიჭების შესახებ, ომრი კასპი ნიკ იანგი, ჯორდან ბელი...
- ყველა ძალიან კარგი კალათბურთელია. ომრის ვიცნობ, ნიკის წინააღმდეგ მითამაშია. ჯორდანიც გავიცანი და ის ზუსტად ერგება ჩვენს გუნდს. ნიკი და ომრი დიდად წაგვადგებიან, ჯორდანს კი ყველაფერი წინ აქვს, მან ახლა უნდა ისწავლოს, რას ნიშნავს NBA-ში თამაში და ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა რა გასაკვირია - საიტის მომხმარებელთა უმეტესობამ ახალ დიზაინს ვერ აუღო ალღო, მცირედი ცვლილებებიც ვერ გადახარშა იმ უცნაურ მასაში, რასაც თავად ტვინს ეძახიან და მაგათ სპორტზე რომ ეკამათო, კაი ნერვები უნდა გქონდეს DDDDDDD
თქვე კაი ხალხო, რა შუაშია მისი პიროვნული თვისებები, ოჯახი, გარეგნობა ? რისთვისაც მიუღწევია ღმერთმა შეარგოს. პარკეტს მიღმა არ მიდიან მისი კრიტიკოსები და თქვენ რატომ ექაჩებით ?
ყველა კრიტიკულ მომენტში რომ იმედები გაგვიცრუა, რატომ არ აღიარებთ ? ამდენი გარბენ-გამორბენი რომ აკეთა, ორი მეტრიდან უამრავი სროლა რომ გაუცუდდა. იტალიასთან უმნიშვნელოვანეს მომენტში გამოუცდელი ბავშვივით რომ ითამაშა, ამ ყველაფრის დანახვა და თქმა ცოდვაა თქვენთვის ?
რის მიღწევას ცდილობენ საინტერესოა და რატომ გონიათ რომ, ეს ორი უინტელექტო არაქართველი, ზაზაზე "ყოველდ საღამოს" გაკეთებული უარყოფითი კომენტარებით ქართველებს ზაზას შეაზიზღებენ?