გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" ადრიატიკის სუპერთასის ფინალში ვერ გავიდა. ნახევარფინალურ მატჩში ბითაძის გუნდმა ხორვატულ "ცედევიტასთან" 96:99 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, რომელიც სერბული კლუბის - "მეგა ბიმაქსის" ღირსებას იცავს, სასტარტო ხუთეულში იყო და საბოლოოდ 7 ქულა მიითვალა.
წყარო: gbf.ge