მაიკლ დიქსონის "სტრასბურმა" საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა მაიკლ დიქსონის "სტრასბურმა".

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის გუნდმა "შალონ-რეიმსს" უმასპინძლა და 93:72 დაამარცხა.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:51 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანიდან კი ყველა ააცილა.

3 ტურის შემდეგ "სტრასბურს" 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 9 ოქტომბერს, სტრასბურელები "ლე მანს" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული