ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის გუნდმა "შალონ-რეიმსს" უმასპინძლა და 93:72 დაამარცხა.
დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:51 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანიდან კი ყველა ააცილა.
3 ტურის შემდეგ "სტრასბურს" 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 9 ოქტომბერს, სტრასბურელები "ლე მანს" უმასპინძლებენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით