მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი სერია A-ში კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" იტალიის სერია A-ში კვლავ დამარცხდა.

მე-2 ტურის მატჩში მისი გუნდი სტუმრად "პესაროს" დაუპირისპირდა და 7 ქულით - 95:107 დამარცხდა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დააკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

"რეჯიო ემილიას" მომდევნო მატჩი 15 ოქტომბერს, სტუმრად, "სასარისთან" აქვს დაგეგმილი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანუ აშკარად ჯერ ვერ ჩაჯდა გუნდში..სხვაობა კი 12 ქულა გამოდის.
სოსო
20:38 11-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული