მე-2 ტურის მატჩში მისი გუნდი სტუმრად "პესაროს" დაუპირისპირდა და 7 ქულით - 95:107 დამარცხდა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
მანუჩარმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დააკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
"რეჯიო ემილიას" მომდევნო მატჩი 15 ოქტომბერს, სტუმრად, "სასარისთან" აქვს დაგეგმილი.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით