გიორგი ცინცაძის 18 ქულა და "პოლიტეხნიკას" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძემ კვლავ წარმატებულად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი რუმინეთის ჩემპიონატში კვლავ დამარცხდა.

"პოლიტეხნიკა" ამჯერად ქალაქ გალაცის "ფენიქსს" ესტუმრა და 9 ქულით - 70:79 დამარცხდა.

ცინცაძემ ისევ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა და მოედანზე გატარებულ 36:44 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4-ვე ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

"პოლიტექნიკა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ოქტომბერს, ისევ სტუმრად,
"ორადეას" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მგონი გამოფხიზლდა გიო, წარმატებას გისურვებ ! ! !
პანტელეიმონი
17:47 15-10-2017
0
საინტერესოა, სამკლავურის მნიშვნელობა თუ იცის ავტორმა
joni
11:34 16-10-2017
0

სიახლეები პოპულარული