ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული სეზონი მარცხით გახსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ოქტომბერს დილით ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ახალი სეზონის პირველი მატჩი გამართა.

"უორიორსმა" "ჰიუსტონ როკეტს" უმასპინძლა და ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 121:122 დამარცხდა.

მატჩის მიწურულს კევინ დურანტმა მომგებინაი ორქულიანი ისროლა, თუმცა როგორც გამეორებიდან გამონჩდა მისი ტყორცნა სირენის შემდეგ განხოცრიელდა და შესაბამისად ქულები გაუქმდა.

ქართველი ცენტრი კი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 10 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ზაზას სროლის 100-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა. ქართველმა 2-დან ორივე ორქულიანი
ჩააგდო და ორი საჯარიმოც მიაყოლა.

დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა, დრეიმონდის ანგარიშზე საბოლოოდ 9 ქულა, 11 მოხსნა და 13 პასი დაგროვდა.

კევინ დურანტმა 20 ქულა, სტეფ კარიმ 22, ხოლო კლეი ტომსპონმა 16 ქულა მოაგროვეს.

ორმაგი დუბლით გამოირჩა "ჰიუსტონიდან" ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 27 ქულა და 10 პასი მოაგროვა. აი "როკეტსის" ახალწვეულმა კრის პოლმა 4 ქულა, 8 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.

მორიგ მატჩს "გოლდენ სტეიტი" 21 ოქტომბერს გამთენიისას სტუმრად "ნიუ ორლეანთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინმეს ილუზია ხო არ შეექმნა რო გოლდენი წელს ვერ შეძლებს ჩემპიონობას))) უკონკურენტოა მთელ ლიგაში დამიჯერეთ ან ერთი შანსია კარი და კდ უნდა დაიმტვრნენ
effe
11:57 18-10-2017
1
ჩემი აზრით გოლდენ სტეიტის შემდეგ,ჰიუსტონი ყველაზე ზლიერი გუნდია ნბა-ში ამ სეზონში.
gulshematkivari
16:23 18-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული