გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის მე-4 ტურის საუკეთესო მეფარედ დაასახელეს

AutoSharing Option
ABA-იმ (ადრიატიკის ლიგა) მე-4 ტურის გამორჩეული კალათბურთელები დაასახელა და მათ შორის 18 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც მოხვდა, რომელიც სერბული "მეგა ლეკსის" (ოფიციალურად "მეგა ბემაქს ბასკეტი") ღირსებას იცავს.

მეოთხე ტურში "მეგა ლეკსი" სლოვენიის ოლიმპიასთან შინ დამარცხდა - 77:86, მაგრამ თავად ქართველი შეუდარებელი იყო - 12 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

14 მოხსნა ლიგაში ტურის საუკეთესო შედეგი იყო და ბითაძეც ტურის საუკეთესო მეფარედ დაასახელეს.

მეორე-მესამე ადგილზე 10-10 მოხსნით მორგან ჯორდანი და ნიკოლს დემეტრისი გავიდნენ. გოგა ადრიატიკის
ლიგაში საშუალოდ 15,3 ქულას აგროვებს თამაშში. მის ანგარიშზე საშუალოდ 8,3 მოხსნა და 3,8 დაფარებაა. მე-4 ტურის MVP კი ციბონას ცენტრფორვარდი ლუკა ჟორიჩი გახდა.
ბითაძის გუნდი მორიგ თამაშს ადრიატიკის ლიგაში 21 ოქტომბერს გამართავს, "ბუდუჩნოსტს" ეწვევა. ბითაძის "მეგა ლეკსი" 2-2 მოგება-წაგებით ადრიატიკის ლიგაში მე-5 პოზიციაზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე გააგრძელე
ნა იავუ ა ნე ვო სნე
20:56 18-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული