ბითაძემ "ბუდუჩნოსტთან" წაგებულ მატჩში 9 ქულა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" პოდგორიცაში "ბუდუჩნოსტთან" 64:84 დამარცხდა.

შეხვედრას, რომელსაც 1 500 მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მათ ოთხივე პერიოდში დაჯაბნეს მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

"მეგა ბიმაქსმა" 5 მატჩში 2 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა (რამოდენიმე გუნდს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია).

ბითაძემ პარკეტზე 21 წუთი დაჰყო და თავის გუნდს 9 ქულითა და 5 მოხსნით შეეწია. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი კი გოგას თანაგუნდელი დილან ენისი იყო (23 ქულა).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიმაქსში 31 ნომერი მაგარი ჩანს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული