გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა", რომელმაც ხორვატულ "ცედევიტას" უმასპინძლა და ბოლო პერიოდის ჩაგდების გამო 77:81 წააგო.

ბოლო პერიოდის წინ ბელგრადელები ხორვატებს 56:41 ამარცხებდნენ, თუმცა მეოთხე ათწუთეულში 21:40 განადგურდნენ და შეხვედრაც დათმეს. 18 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 30:35 წუთი გაატარა. გოგამ 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

მთლიანობაში ბითაძემ 9 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ბიმაქსელთაგან ყველაზე შედეგიანი დილან ენისი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 7
პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.

2 მოგებითა და 4 მარცხით "მეგა ბიმაქსი" 12-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 5 ნოემბერს, მაკედონიაში "სკოპიე აეროდრომთან" გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული