იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში დუდა სანაძის "პისტოიამ" სტუმრად წააგო "ვარეზესთან" 73:81. ქართველი კალათბურთელის გუნდი ორი პერიოდი მარცხდებოდა, მესამეში თითქოს თამაში შემოატრიალა და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და გაიმარჯვეს.
სანაძემ პარკეტზე 29 წუთი დაჰყო, 12 ქულა მიითვალა (7-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო). ამას გარდა, 4-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი.
მისი გუნდი 2 ქულით მე-8 ადგილზეა.