ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მესამე მარცხი იწვნია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და ანგარიშით 107:115 დამარცხდა.

"უორიორსისთვის" მიმდინარე სეზონში ეს უკვე მესამე მარცხია.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19:08 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

სტეფ კარიმ 27 ქულა ჩააგდო, კევინ დურანტმა - 28, კლეი ტომპსონმა კი - 29.

ფაჩულიას გუნდი 4 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

"გოლდენ სტეიტი" 31 ოქტომბერს, გამთენიისას (თბილისის დროით) ლოს ანჯელესში "კლიპერსთან"
ითამაშებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ნიუ იორკი 95:114
ბრუკლინი-დენვერი 111:124
შარლოტი-ორლანდო 120:113
საკრამენტო-ვაშინგტონი 83:110
ინდიანა-სან ანტონიო 97:94
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ სეზონში ვერ გაიმარჯვებს გუნდი
....
10:45 30-10-2017
4
19 წუთში 2 ქულა კარგია...
ILIA
13:11 30-10-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული